სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
2015 წლის 20 დეკემბრის გამთენიისას ფერაძის ქუჩის მცხოვრებლები ქალის კივილმა წამოყარა ფეხზე ექვს ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ორი მიცვალებული ესვენა, მამაშილი ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები, პოლიციაში მოწმედ წაყვანილი მოკლული ბავშვის დედა ცოტახანში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს, შვილისა და მეუღლის განძრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მაგდა პაპიძემ ვერდიქტის გამოტანა ნაფიცმსაჯულებს მიანდო ნაფიცმსაჯულება 2016 წლის 4 ივლისს მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს, შვილისა და მეუღლის განძრახ მკვლელობაში.
ამ სტატიის მიზანი არ არის შვილისა და ქმირს მკვლელობაში ეჭვმიტანილის მაგდა პაპიძის უდანაშაულობის მტკიცება. ისიც გაცნობიერებული გვაქვს, რომ
ჩვენი ჟურნალისტური ძიებით, რომლითაც სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ვეხებით, საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილებას დავიმსახურებთ,
მაგრამ ურყევად მიგვაჩნია, რომ რადგან ბრალდება ეხება დედის მიერ მცირე წლოვანი შვილის განზრახ მკვლელობას ბრალი მისხალ-მისხალ, სრულყოფილად და უდავოდ უნდა იყოს დასაბუთებული არ უნდა დადგეს დრო, როცა ჩვენ გარეშე გადასინჯავენ იმ საქმეს, რომელიც ჩვენ გვერდით მოხდა და ჩვენ მიერ დასასმელ კითხვებს სხვები დასვამენ.
პროკურატურის მტკიცებებით რომელზე დაყრდნობითაც შვილისა და მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს პაპიძე იყო შემდეგი: "დანაშაულის იარაღად მიჩნეულ უროს სახელურზე აღმოჩნილი ბიოლოგიური მასალა, რომელიც მაგდა პაპიძეს ეკუთვნის
და უროს თავზე აღმოჩენილი სისხლის კვალი ომარ ქაფიაშვილის სისხლის კვალია, ნაგვის ურნიდან ამოღებული ომარ ქაფიაშვილის სისხლით გაჟღენთილი ბალიში, ზეწრები და სხვა ნივთები.სისხლის კვალი დერეფანსა და ოთახში დიდუბეში სამეურნეო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიდან ამოღებული ვიდეო მასალა სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ შეიძინა პაპიძემ აღნიშნული ურო.პაპიძის დედამთილის დარეჯან მინდიკაურისა და მეზობლის ჩვენებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სისხლიანი თეთრეული შეიტანა გასარეცხად დედამთილის ოთახში. დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ხელნაწერი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ და მიჩნეულია მკვლელობის გეგმად.მკვლელობის ღამეს პაპიძის მიერ გაგზავნილი შეტყობინება, მაგრამ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ხშირ შემთხვევაში საყრდენს აცლის გარემოებათა ჯაჭვი, რომელიც ძიებას არ აქვს შესწავლილი და გათვალისწინებული.
ლია შამუგია - მაგდა პაპიძის დედა - "მაგდამ თორნიკე მოკლა?! ამას როგორ იძახით ხალხნო. ამას რა დამაჯერებს.
2015 წლის 19 დეკემბერი, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე
19 დეკემბერს მაგდა პაპიძე სახლიდან გავიდა, როდესაც ურო იყიდა მისი თქმით მეუღლის თხოვნით სამეურნეო საქმისთვის ჭირდებოდა და საღამოს
როდესაც სატელეფონო ანძების მონაცემებით, ზაჰესის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადაც მისი და ცხოვრობს ეს საღამოს 5 საათის შემდეგ მოხდა
დღის განმავლობაში მისი სატელეფონო კავშირი დასტურდება რამდენიმე ადამიანთან მეუღლესთან 13:05 საათზე რომელიც თბილისისკენ გორიდან მოემართებოდა (სადაც იგი მუშაობდა) და ოთარ ბერძენიშვილთან (14:22 საათზე) სწორედ იმ მამაკაცთან რომელთან სასიყვარულო ურთიერთობა დაუდო საფუძვლად გამოძიებამ, მაგდა პაპიძის მიერ მკვლელობის განზრახვას. აგრეთვე მეზობელ ქალთან ნანა ტუხაშვილთან, რომელსაც სატელეფონო შეტყობინებეთი თხოვს არ დაიძინოს და დაელოდოს რათა მას შეპირდა თმები შეუღებოს. სწორედ ეს მიმოწერა აცლის საყრდენს პროკურატურის ვერსიას, რომლის მიხედვით პაპიძეს უკვე ამ დროს გადაწყვეტილი აქვს მოკლული ქმარ-შვილის ცხედრები იმ ოთახისკენ "გაათრიოს" რომლის პატრონსაც მისივე თხოვნით არ სძინავს და მისივე დანაშაულის მოწმე გახდეს.
მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის დრო 19:21
-ნანა ტუხაშვილი:
მაგდა გამოხვალ?
მაგდა პაპიძე:
-მოვალ, ნან, არ ვარ სახლში.
ნანა ტუხაშვილი:
-კაი, გავამზადებ და გამოდი, რომ მოხვალ.
მაგდა პაპიძე:
-ერთ საათში მოვალ.
19:58
-ნანა, დამელოდე არ შეიღებო, ჯერ ხომ არ იძინებ?
-არა, გელოდები, როცა მოხვალ, მომიკაკუნე
-არ დაიძინო, მოვალ მალე.
რატომ უნდა სდომებოდა მაგდა პაპიძეს მეზობელი ქალის ფხიზლად ყოფნა? თუ ამ მესიჯებით ალიბის შექმნა ქონდა განზრახული საიდან უნდა სცოდნოდა,
რომ მეზობელი მართლაც არ დაელოდებოდა, გაფაციცებული არ მიაყურადებდა დერეფანს მის მოლოდინში, არ შეუვლიდა, კარზე არ მიუკაკუნებდა.
მესიჯების გაგზავნის დრო ყველა შემთხვევაში უსწრებს წინ მკვლელობის დროს თუ მკვლელობა წინასწარ განზრახული იყო პაპიძეს ასეთი მესიჯები არ უნდა
გაეგზავნა მეზობელთან.
რატომ არ პასუხობდა მკვლელობის წინ ზარებს ომარ ქაფიაშვილი?
ომარ ქაფიაშვილის ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია 15:33 წუთიდან წყდება, გორიდან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ტელეფონზე არცერთი სატელეფონო კავშირი არ ფიქსირდებადა ასე გრძელდება მის მკვლელობამდე, რა ხდება? რატომ წყდება ქაფიაშვილის კომუნიკაცია ასე საეჭვოდ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე?
გამოძიებას უცნაური არაფერი დაუნახავს იმაში, რომ ამ დრომდე აქტიურ სატელეფონო კომუნიკაციაში მყოფ ადამიანთან, რომელთანაც ათობით ზარია შესული და გასული მკვლელბამდე რამდენიმე საათით ადრე აღარ შედის თვით სარეკლამო შეტყობინებებიც კი. სპეციალისტთა განმარტებით სატელეფონო ანძები მხოლოდ ორ შემთხვევაში ვერ აფიქსირებს შემოსულ ზარს ან შეტყობინებებს ეს შემთხვევებია თუ ტელეფონი გამორთულია ან ზარებს არ პასუხობს. ქაფიაშვილის დედამ ჩვენთან საუბარში, რომლის გადაღებაც არ ისურვა განაცხადა, რომ ომარმა ჩამოსვლის შემდეგ შხაპი მიიღო და დასასვენებლად წამოწვა.მაგდა სახლიდან გავიდა და დაახლოებით ერთ საათში დაბრუნდა, ცოტა ხანში მამა პატარა თორნიკე ბებიასთან შეიყვანა, სადაც ბავშვმა ერთი საათი გაატარა, შემდეგ კი ბებიამ იგი მშობლებთან დააბრუნა, სწორედ მაშინ ნახა ბებიამ უკანასკნელად შვილი, რომელიც დივანზე იწვა და ტელევიზორს უყურებდა, ამდენად ჩანს რომ ტელეფონი ომარ ქაფიაშვილს გამორთული არ უნდა ჰქონოდა, იმ მიზეზით, რომ დაღლილი იყო და ეძინა, მაშ რატომ არ შედის მის ტელეფონზე ზარები და შეტყობინებები? თავად დარეჯან მინდიკაური შვილის დაგვიანებით აფორიაქებული, ურეკავდა ომარს, რომელიც ჯერ არ პასუხობდა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო
თუმცა არცერთი ზარი ანძების მონაცემებით დარეჯან მინდიკაურის მხრიდან არ არის დაფიქსირებული.
ცხელ კვალზე ხელიდან გაშვებული მტკიცებულებები
შემთხვევის ადგილის დათვალიერება გვამების აღმოჩენიდან ცოტახანში 5 საათსა და 20 წუთზე დაიწყო, მონიშნულ იქნა ყველა საეჭვო საკვლევი ობიექტი, სისხლის კვალი დერეფანში, ავტომანქანის სალონსა და ოთახში.სანაგვე ურნებში აღმოჩენილი საეჭვო ნივთები სისხლის ორი წვეთი მაგიდის თაროსა და იატაკზე სადაც მსჯავდებული მისივე ჩვენებით სისხლიანი ხელებით მანქანის გასაღბს ეძებდა, მას შემდეგ რაც დასისხლიანებული ქმარ-შვილი დერეფანში აღმოაჩინა, მონიშნეს სისხლის მაგვარი ლაქები ფანჯრის რაფაზე მოთავსებულ ჩაქუჩსა და საწოლის გადასაფარებელზე, რომელიც შემდეგ სისხლი არ აღმოჩნდა, ოთახის კარადაში ნაწილებად დაჭრილი ზეწრებიც კი, მაგრამ დივანი რომელზეც გამოძიების ვერსიით მოხდა მკვლელობა კრიმინალისტებმა არ შეისწავლეს, არ დაათვალიერეს მისი შიდა კორპუსი, არც ოთახი დალუქეს, ამ ოთახში შედიოდნენ და გადიოდნენ სამძიმარზე მოსული ახლობლები, დივანი, რომელიც მომხდარიდან თვენახევრის შემდეგ მთავარ ნივთმტკიცებად გამოცხადდა, რომელშიც მხოლოდ თვენახევრის შემდეგ აღმოაჩინეს ომარ ქაფიაშვილის ჩაღვრილი სისხლი, სამძიმრის დღეებში მეზობლის ოჯახში დაულუქავი და დაუცველი იდგა.
"გამომძიებელმა რეპორტიორმა" ყურადღება მიაქცია კიდევ ერთ ფაქტს მკვლელობის იარაღად მიჩნეულ უროზე მისი შემთხვევის ადგილზე აღმოჩენის მომენტში არ არის აღწერილი არავითარი სისხლის მაგვარი ლაქები ხოლო სასამართლოში
კი ეს ყველაფერი პირიქითაა ნაჩვენები.
კიდევ ერთი წინააღმდეგობა უროსთან დაკავშირებით, ურო რომ მოქნეული ყოფილიყო ექსპერტის პასუხის თანახმად მის ტარზე ხელის კვალი უნდა აღმოჩენილიყო დვრილოვანი ხაზების სახით, თუ რათქმაუნდა დარტყმის მომენტში ხელს არაფერი
უფარავდა მკვლელს, მაგრამ არგუმენტი რომ დარტყმის მომენტში პაპიძემ ხელთათმანით ან სპეციალური სხვა რაიმეთი იმუშავა კვალის დაფარვის მიზნით საკმაოდ სუსტია საქმეში რომელშიც უმძიმეს დანაშაულს განიხილავს კანონთან უამრავი შეუსაბამობა, ურთიერთ გამომრიცხავი მოქმედებები და პასუხ გაუცემელი კითხვები ნახეს იურისტებმა რომლებიც ჩვენთან ერთად ეცნობოდნენ საქმეს.
მაგალითად მიუხედავად იმისა რომ საქმის მასალების მიხედვით ნივთმტკიცებებს ნიკონის ფირმის ციფრულით იღებდნენ არცერთ ფოტოზე არ არის დაფიქსირებული გადაღების ზუსტი დრო, დრო რომ აღბეჭდილი ყოფილიყო, არ გაჩნდებოდა ნივთმტკიცებების ნიშანთვისებების შეცვლის ეჭვი, რაზეც დღეს ხმამაღლა შეიძლება საუბარი, ნაგვის ურნიდან ამოღებულ ვიდეო თვალზე ნაპოვნია თმის ღერი, რომელის იდენტობა არ არის დადგენილი, დერეფანზე სისხლიან იატაკზე აღმოჩენილია "თმის ბღუჯა" რომელიც აგრეთვე არ არის შესწავლილი.
საეჭვო ნივთმტკიცებები, რომლებსაც გამოძიება სხვა კვალზე უნდა გაეყვანა
მოწმეთა ჩვენებით იმ დღეს ომარ ქაფიაშვილი გორში, ოჯახის მანქანით არ ყოფილა წასული, არავინ ადასტურებს რომ 19 დეკემბერს ომარმა ოჯახის მანქანით თუნდაც სამსახურის შემდეგ მაინც ისარგებლა, მიუხედავად ამისა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქაფიაშვილების ავტომანქანა "ჰონდა ფიტი"- ის სალონში აღმოჩენილ იქნა პისტოლეტი, რომელიც ომარ ქაფიაშვილის სამსახურისაა და იგი კანონით მოუშორებლად თან უნდა ქონოდა.იარაღზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალით დადგენილია, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის ბიოლოგიური კვალია, ერთ-ერთი ომარ ქაფიაშვილის კვალია ხოლო დანარჩენი კი უცნობია და არ ემთხვევა მაგდა პაპიძის დნმ-ს.
ფერაძის ქუჩაზე ყოფილი სნაიპერი მოკლეს
გამომძიებელმა რეპორტიორმა ყურადღება მიაქცია ომარ ქაფიაშვილის პროფესიულ-ბიოგრაფიულ დეტალებს რაც მედიას აქამდე არ გაუსაჯაროებია."სერჟანტი ქაფიაშვილი სპეციალურ დავალებათა სამმართველოს მესამე სნაიპერთა ოცეულის სნაიპერია 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის დეკემბრამდე" უცნაურია ოცეულის სნაიპერი 2012 წლის დეკემბერში მოულოდნელად სახელმწიფო უსაფრთხოების ოპერატიული თანამშრომელი ხდება.რატომ უცვლიან კვალიფიკაციას გამოცდილ სნაიპერს და მაინც და მაინც 2012 დეკემბერში.
2012 წელი კვალიფიციური სნაიპერების საქმეებთან ლაფანყურის ცნობილი ოპერაციით არის დაკავშირებული. მონაწილებობდა თუ არა ომარ ქაფიაშვილი როგორც პროფესიონალი სნაიპერი ოპერაციაში? ლაფანყურის საქმის შემსწავლელი კომისიის მტკიცებით ამ ოპერაციის მონაწილე სნაიპერებს, ოპერაციის შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით შეუცვალეს პროფესია, ომარ ქაფიაშვილსაც სწორედ ამ დროს შეუცვალეს პროფესია. შეიძლება თუ არა ყოფილიყო ერთმანეთთან კავშირში ქაფიაშვილის ძველი პროფესია და მისი მკვლელობის ფაქტი, გამოძიებას ამაზეც უნდა ეზრუნა.
როგორ გაიტანა პაპიძემ გვამი დერეფნამდე
შემთხვევის ადგილის გამოძიებისას გამოძიებამ ლატენტორის ხსნარისა და ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით უჩინარი სისხლის კვალი აღმოაჩინა:დივნის სახელურზე, იატაკზე და კარადაზე, თუმცა არსებობს დოკუმენტი, რომელიც ეჭქვეშ აყენებს ამ მტკიცებულების უტყუარობას.ღუდუშაურის კლინიკის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ამტკიცებს რომ ომარ ქაფიაშვილს ხშირად ემართებოდა ძლიერი კაპილარული სისხლდება, რასაც მისი ახლობლები ადასტურებენ, ხოლო თავად პაპიძის ჩვენებით სისხლდენა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაემართა.
არის კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა საქმეში ომარ ქაფიაშვილის სხეულის თრევის აღმნიშვნელი სისხლის უწყვეტი კვალი ექსპერტიზის დასკვნით, იწყება არა ქაფიაშვილების ოთახში ან, ოთახიდან არამედ იმ ნაწილიდან რომელიც ქაფიაშვილების კარიდან 6.50 მ - შია. მაშ როგორ მიიყვანა პაპიძემ მეუღლე დივნიდან მეზობლის სახლის კარამდე ისე, რომ მისი სისხლის კვალი ულტრააიისფერი სხივის გამოყენების შემთხვევაშიც არ გამოჩენილიყო.სად არის ამ კითხვის პასუხი? პაპიძის დაკავებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულმა ქმრისა და შვილის მკველობა აღიარა, ეს უპრენცენდენტო ტყუილი იყო, რადგან ასეთი აღიარება მაგდა პაპიძის საქმეში არ დევს, სამაგიეროდ საქმესი დევს მასზედ ფიზიკურ ზეწოლაში დამადასტურებელი დასკვნა. პაპიძის თქმით და ექსპერტის დასკვნით უმოწყალოდ გაუსწორდნენ შვილის მკვლელ დედას რომელსაც ეს სტატუსი იქამდე მიანიჭეს, სანამ მსაჯულები განაჩენს გამოიტანდნენ.
- " ურო (ნაჭრით გახვეული), პარკები დიდი გახსნილი გამზადებული, პროსტინა გამზად, პირსახოცი გამზად, წყალი ტოლჩით, ჩაინიკი, ტანსაცმელი გავუმზადო ორივეს. მე გავიმზადო ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი პარკები."
კალიგრაფისტმა ამ ჩანაწერში მაგდა პაპიძის კალიგრაფია დაადასტურა ხოლო ჩანაწერი მკვლელობის გეგმად ცნო სასამართლომ, ეს ფურცელი იყო ერთადერთი სამხილი პაპიძის მიერ შვილის მკვლელობის დასადასტურებლად, მაგრამ თუ ეს მკვლელობის გეგმაა, რა არის 5 წლის შვილის განზრახ მკვლელობის მოტივი? ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ პაპიძე შერაცხადად ცნო.
P.S თუ ფსიკიქურად ჯანმრთელი დედები შვილებს იმ მოტივით კლავენ, რომ ყოველი მოკლული შვილის შემდეგ ცხოვრება ცარიელი ფურცილდან უნდა დაიწყონ, საქმე გაცილებით დიდ პრობლემასთან გვქონია ჩვენ საზოგადოებას ვიდრე ერთი კრიმინალური შემთხვევაა.მაგდა პაპიძის საქმე უკვე იქცა საუკუნის კრიმინალურ საქმედ, არა მხოლოდ თავისი სისასტიკიდ არამედ იმ ცარიელი ფურცლებით რომლების საქმეში დატოვეს სამართალდამცავებმა.
 
3966 /
01 თებერვალი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები