სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
პეკინის ქუჩაზე მდებარე ბინა, სადაც დღეს საღამოს აფეთქება მოხდა, გაქირავებული იყო. როგორც თვითმხილველებმა "2020NEWS“-ს ექსკლუზიურად უამბეს, ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერებას ხარშავდა.
შემთხვევის დროს ქვაბი, რომელშიც აცეტონი იყო ჩასხმული, აფეთქდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი ბინის ფანჯრები ჩაიმსხვრა. როგორც "2020NEWS“-თვის გახდა ცნობილი, ბინა ორმა ახალგაზრდამ დღეს დაიქირავა.
ბინის მეპატრონემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში უსაფრთხოების ნორმები ყველანაირად დაცული იყო და რამ გამოიწვია აფეთქება, მისთვის უცნობია.
"ორ ახალგაზრდა მამაკაცს დღეს საღამოს მივაქირავე ბინა. არ ვიცი მათ რა გააკეთეს, ამ პირებს მე ვერ ვპოულობ. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ყველანაირად დაცული იყო“, – განაცხადა ბინის მფლობელმა.
შემთხვევის ადგილზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე შსს აწარმოებს. შეგახსენებთ, დღეს საღამოს, დაახლოებით 18:20 წუთზე პეკინის გამზირზე მორიგი აფეთქება მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
 
2146 /
31 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები