SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

სასიხარულო ინფორმაცია, მთელი საქართველოსთვის რომელიც ახალხან გავრცელდა "გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო

სასიხარულო ინფორმაცია, მთელი საქართველოსთვის  რომელიც ახალხან გავრცელდა

გრიპის ვირუსთან დაკავშირებული გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის სრულიად უფასო იქნება. ამის შესახებ მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. 
გაზრდილი ავადობის პერიოდში სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ყველა მოქალაქეს გრიპით გამოწვეულ გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება. როგორც მინისტრმა კლინიკების დირექტორებთან შეხვედაზე განაცხადა, თანადაფინანსების ნაწილსაც, რომელიც მოქალაქეების გადასახდელი იყო, სახელმწიფო დააფინანსებს.

„იქნება სიახლეები გადაუდებელ ამბულატორიულ მიღებაში, რომელიც მიზნობრივ ჯგუფებზე ფინანსდებოდა 100 პროცენტით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენზე მცირე თანაგადახდის არეალი რჩებოდა. მოქალაქეებს რომ გავუადვილოთ და ხელი შევუწყოთ, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული. გაზრდილი ავადობის პერიოდში სახელმწიფო იღებს თავის თავზე თანადაფინანსების გადახდასაც, რომელიც გადაუდებელი ამბულატორიის ნაწილშია. სიახლის განხორციელება დაიწყება ხვალიდან, თუმცა, დღესვე სამუშაო რეჟიმში გაგიზიარებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

7537 /

11 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები