SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ნაქირავებ ბინაში დასრულებული 7 სიცოცხლე, ესენი ის ადამიანებია, რომლებიც დღეს დაიღუპა

ნაქირავებ ბინაში დასრულებული 7 სიცოცხლე, ესენი ის ადამიანებია, რომლებიც დღეს დაიღუპა

ქეთევან წამებულის ქუჩაზე დაღუპულთა ოჯახის წევრები უკვე თბილისში არიან და გარდაცვლილების გადასვენებას ელოდებიან. ისანში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ცხედრები დღის ბოლოს პროზექტურაში გადაასვენეს.

დაღუპულთა ნათესავების ლუბლინიას ქუჩაზე იკრიბებიან. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულები დღეს საერთო ტრაგედიამ გააერთიანა.

ერთ-ერთი გარდაცვლილი ლაშა კობახიძე, რომელიც 19 წლის, იყო, რამდენიმე თვის წინ სოფელ არგვეთადან თბილისში სამუშაოდ მეგობარმა წამოიყვანა. ახლობლების განცხადებით, ახალგაზრდა რაიონში სამსახურს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. კობახიძე სტიქაროსანი იყო, წლების განმავლობაში ზესტაფონის ეკლესიაში მსახურობდა.

ტრაგედიას ქეთევან წამებულის გამზირზე ემსხვერპლნენ ძმები ჯონი და ვახტანგ ყაზიშვილები, ცხინვალიდან. დევნილი ოჯახი გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. მათთან ერთად იმყოფებოდნენ მათივე ახლო ნათესავები მამა-შვილი ანზორ და ბათუ სეთურიძეები, რომლებიც ასევე მხუთავი აირით მოიწამლნენ. დაღუპულების ახლობლები გორში ცხედრების გადასვენებას ელოდებიან.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა მხუთავი აირის გაჟონვას. 24 წლის ნუკრი ჩუბინიძეც „ლიბერთი ბანკის“ მშენებლობაზე მუშაობდა, ის თერჯოლის რაიონის სოფელ საზანოდან იყო.

გარდაცვლილებს ექსპერტიზა უკვე უტარდებათ. პირველადი დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი მხუთავი აირით ინტოქსიკაცია გახდა.

 

3643 /

31 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები