თბილისის დრო
სიახლეები
siaxleebi.ge
📅 31 იანვარი 2019 👁 2,081 ნახვა

ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთ-ერთ ქალ პოლიტიკოსზე

ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთ-ერთ ქალ პოლიტიკოსზე

სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ქალ პოლიტიკოსზე კვლავ გავრცელდა. ფაქტზე რეაგირება სამართალდამცავი უწყების მხრიდან უკვე მოხდა.

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, გავრცელებული ვიდეოკადრები სოციალური ქსელიდან უკვე წაიშალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. სამართალდამცველების მიერ მოხდა ამავე ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფთან კომუნიკაცია. შედეგად, გავრცელებული ვიდეოკადრები სოციალური ქსელიდან წაიშალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება" - აცხადებენ უწყებაში.


 წყარო primetime.ge

 

2,081 ნახვა

31 იანვარი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები