SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

"დამიძაბა და მეძველბიჭა" - ალეკო ელისაშვილსა და კახი კალაძეს შორის დაპირისპირება

კახა კალაძის სინდისზე და ნამუსზეა, „ყაზტრანსგაზი“ მისია, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განუცხადა.

რამდენიმე წუთის წინ ელისაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძესშორის კამათი იყო. ელისაშვილმა 7 ადამიანის გარდაცვალებაში „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ და თავად კალაძე დაადანაშაულა, რამაც თბილისის მერის გაღიზიანება გამოიწვია.

„უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? კალაძის სინდისზე და ნამუსზეა, „ყაზტრანსგაზი“ არის მაგისი. ახლა ვეუბნებოდი, რომ გააკეთოს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რანაირად არის. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო. კალაძის პირადი პასუხისმგებლობაა, მან გადაუფორმა და თვითონაც გადაიფორმა ბეჟუაშვილისთვის და მაქაცარიასთვის ეს კომპანია. თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი. „ყაზტრანსგაზი“ კი, რომელიც კალაძის, ბეჟუაშვილის და მაქაცარიას კომპანიაა, არის მკვლელი კომპანია,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

1681 /

31 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები