პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი საქართველოს კუთვნილ, მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიებს "ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს" უწოდებს და ამბობს, რომ "ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიებ ოს ხალხს დაუბრუნდება".
ამის შესახებ დე-ფაქტო მინისტრმა გერმანულ გაზეთთან Neues Deutschland-თან ისაუბრა. ინტერვიუს რუსულენოვანი თარგმანი დე-ფაქტო საგარეო სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მედოევი "აღმოსავლეთ ოსეთში" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს, თრუსოს ხეობას, კობსა და გუდოს ხეობას მოიზარებს.
გერმანულმა გამოცემამ მედოევს 2018 წლის ივნისში ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომელშიც მარიონეტული უწყება აღნიშნავდა, რომ ცხინვალის ოკუპირებული რეჟიმი არასდროს აღიარებს, რომ "აღმოსავლეთ ოსეთი" საქართველოს ნაწილია.
მათ დე-ფაქტო მინისტრს ჰკითხეს, რას ნიშნავდა ეს განცხადება და ამასთან დაკავშირებით, რა ზომების მიღებას გეგმავს ე.წ სამხრეთ ოსეთი.
"საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფი ისტორიული აღმოსავლეთ ოსეთის პრობლემა დიდი ხანია დგას და ყოველწლიურად უარესდება. ეს მთელი ოსეთისთვის მტკივნეული საკითხია," - ამბობს მედოევი.
მისივე თქმით, ეს ტერიტორიები ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნდება ოს ხალხს.
"რესპუბლიკის უმაღლეს ხელისუფლებას, პირადად რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთელ ოს საზოგადოებას ნათელი პოზიცია აქვს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ ადრე თუ გვიან ეს მიწები ოსეთს დაუბრუნდება და მასზე ოსები იცხოვრებენ. სამხრეთ ოსეთი დიპლომატებს არაერთგზის წამოუჭრიათ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრის დროს, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებზეც,"- თქვა მედოევმა.
tabula.ge
 
1778 /
31 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები