სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
სექსტინგი მობილური ტელეფონით სექსუალური შინაარსის მესიჯების, ფოტოების ან ვიდეომასალის გაგზავნაა. „დღესდღეობით სექსტინგი ურთიერთობის ჩვეულ ნორმად იქცა“, — ამბობს ერთი მამაკაცი. — ყველაფერი უწყინარი მესიჯებით იწყება, მაგრამ მალე საქმე იქამდე მიდის, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს ეროტიკულ ფოტოებს უგზავნიან“.
რატომ არის სექსტინგი ასე პოპულარული? ზოგი თინეიჯერის აზრით, „თუ მობილურში შეყვარებულის შიშველი ფოტო გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევი“, — ამბობს ერთი გამოცდილი სამართალმცოდნე (The New York Times). ერთმა თინეიჯერმა სექსტინგს „უსაფრთხო სექსიც“ კი უწოდა. ის ამბობს: „ბოლოს და ბოლოს სექსტინგით არც დაორსულდები და არც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები შეგეყრება“.
ახალგაზრდებს სხვა მიზეზების გამოც იტაცებს სექსტინგი:
ისინი სექსუალური ხასიათის მესიჯებსა თუ ფოტოებს გზავნიან და ამგვარად ფლირტი აქვთ მათთან, ვისთანაც არც სექსზე იტყოდნენ უარს.
ისინი, როცა თამამ და გამომწვევ ფოტოებს იღებენ, თავს „დავალებულად“ გრძნობენ და თვითონაც საპასუხო მესიჯსა თუ ფოტოს გზავნიან.
ზოგჯერ ...
ადრესატს შიშველი ფოტო ბევრისთვის მხოლოდ იმიტომ გადაუგზავნია, რომ გაეხალისებინა ისინი.
მიტოვებული ბიჭები ყოფილი შეყვარებულის შიშველ ფოტოს სხვებს შურისძიების მიზნით უგზავნიან.
იცოდით? ხშირ შემთხვევაში შიშველი ფოტოების გაგზავნა ბავშვებზე ძალადობისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ტოლფასია. ზოგ არასრულწლოვანს, რომლებიც უხამსი შინაარსის ტექსტებსა თუ ფოტოებს აგზავნიდნენ, სექსუალურ ძალადობაშიც კი დასდეს ბრალი.
 
2227 /
11 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები