SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ინფორმაცია, რომელიც სრულიად გამაოგნებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რომელიც შოკისმომგვრელია

ინფორმაცია, რომელიც სრულიად გამაოგნებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რომელიც შოკისმომგვრელია

საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა 2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსული თაფლი შეიძენოს. როგორც „ბიზნესპრესნიუსი“ წერს, აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.

ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული. კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, თაფლის შესყიდვის) ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადება წარადგინა შპს „ვ.ტ."-მ. კომისიამ კი სატენდერო წინადადება 2019 წლის 16 იანვარს განიხილა.

შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება. პრეტენდენტი კი ვალდებულია, რომ თაფლის ნიმუში და შესაბამისი დოკუმენტები მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს.

აღსანიშნავია, რომ შპს „ვ.ტ“-ს ასპროცენტიანი წილის მფლობელი იური ჯოგლიძე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული წარმოების შპს „აპიდეის“ თაფლს საქართველოს მთავრობას კილოგრამს 14 ლარად მიჰყიდის


 

 

2191 /

29 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები