SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა? პარტიის პასუხი მიხეილ სააკაშვილს

რას აპირებს ნაციონალური მოძრაობა? პარტიის პასუხი მიხეილ სააკაშვილს

ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. პროცესს, ძირითადად და მეტწილად, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“უხელმძღვანელებს. როგორც ჩანს, ეს იქნება ყოფილი მმართველი ძალის პასუხი მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ გეგმებსა და სურვილებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად გრძნობს რეალობას და არ აპირებს ბარიკადებზე ასვლას. სანაცვლოდ, ის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იწყებს მილიონი ხელმოწერისშეგროვებას. მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებებია.ამისთვის ოპოზიციას ოთხი თვე ექნება. შესაბამისად, სააკაშვილის დაბრუნებას და 10 მილიარდის შემოტანას არც არავინ ელოდება და არც არავინ აღიქვამს სერიოზულად.  მიშას თავისი გეგმები აქვს, ნაციონალებს - თავისი.ახლა რაც შეეხება მოთხოვნებს. ოპოზიცია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. პირველი, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება; მეორე, ბლოკების დაშვება - ახლა კონსტიტუცია ბლოკებს მხოლოდ ერთჯერად უშვებს, შემდეგ ის უქმდება;რაც შეეხება ბარიერს, რომელიც ასევე მხოლოდ ერთჯერად 3% იქნება 2020 წელს, ოპოზიცია არ ეხება.ოთხი თვე და მილიონი ხელმოწერა. სწორედ ამდენია საჭირო იმისათვის, რომ პარლამენტი ვალდებული გახდეს საკითხზე არა მხოლოდ იმსჯელოს, არამედ, ის კენჭისყრაზეც დააყენოს.სხვათა შორის, თავის დროზე, „ქართული ოცნება“ მზად იყო პროპორციულ არჩევნებზე გადასულიყო, თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს მცდელობა ორივეჯერ ჩააგდო. პირველად დავით უსუფაშვილის, მეორედ კი ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის დროს. პარტიები მაჟორიტარების პირისპირრეალურად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პოლიტიკური პარტიები მაჟორიტარების გაუქმებით ცდილობენ თავად მოიპოვონ პარლამენტში მეტი ადგილი, თავად ივაჭრონ და თავად გაყიდონ საარჩევნო სიებში ადგილები.სხვა შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, მაგალითად, რითი ჯობია იგივე PSP დამფუძნებელ კახა ოქრიაშვილს ბაჩუკი ქარდავა ან მამუკა კაციტაძე? ოპოზიციის არგუმენტი ასეთია: მაჟორიტარები ყოველთვის ხელისუფლების თამაშს თამაშობენ. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიციური პარტიები თავად ყიდიან ხოლმე ადგილებს საარჩევნო სიებში. და თავადვე მიდიან გარიგებებზეც ხელისუფლებასთან. ამ კონტექსტში ალბათ ბევრი ხმაურისა და სკანდალის მოყვანა შეიძლება. დღემდე მაგალითად, საეჭვოდ გამოიყურება ის ფაქტი, რომ შალვა ნათელაშვილის საარჩევნო სიაში მუდმივად ჩნდებიან ვიღაც უცნობი პირები, რომლებიც პარლამენტში ან საკრებულოში მოხვედრის შემდეგ ლეიბორისტებისკენ არც კი იხედებიან, ხმაური მოჰყვა, მაგალითად, ბიზნესმენ ნაყოფიას ნაციონალების საარჩევნო სიაში ბოლო წუთებში მოხვედრას. მოკლედ, სისტემა იმდენად გაუმჭირვალეა, რომ სხვადასხვა სახის ეჭვებსა თუ ვერსიებს ყოველთვის წარმოშობს.  ექსპერტი ლევან ალაფიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში შენიშნავს, რომ რეფორმა უნდა მოხდეს როგორც საარჩევნო სისტემის, ისე პარტიული სისტემის ერთად, „მხოლოდ მაშინ ექნება ამას ეფექტი და მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური იგივე მაჟორიტარების არჩევაც. ასე ფრაგმენტულად რაღაცის შეცვლა არანაირ შედეგს არ იძლევა, უნდა განვითარდეს პოლიტიკური სისტემა და დემოკრატია“ - ამბობს ალაფიშვილი.მისივე განცხადებით, პარტიული სისტემა საქართველოში აუცილებლად უნდა განვითარდეს. დღეს ძალიან ბევრი გადაწვეტილება მიღება ცალკე ჯგუფების მიერ, ისე რომ პარტიული სტრუქტურები აქ ჩართული არ არიან.                                                                      

                                                                 განაგრძეთ კითხვა

 

1477 /

29 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები