უდიდესი სკანდალი მიხეილ სააკაშვილის განცხადება რომელიც აქამდე არასდროს უთქვამს
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სისტემაში არსებულ მძიმე კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა ამნისტია, მიმდინარეობდა ქრთამის აღება. მისი განცხადებით, პირადად ეკა ბესელიამ 18 ათასი დოლარი გამოართვა მკვლელს, რომელმაც ციხის დატოვების შემდეგ ადამიანი მოკლა.
„ეს სისტემა ჩვენი შობილი ნამდვილად არ არის. 90-იან წლებში მე მქონდა მცდელობა ამ სისტემის რეფორმის და არ გამოგვივიდა. არ გამოგვივიდა ბევრი მიზეზის გამო. მინიმუმ, კორუფცია არ იყო. დღეს არის სასამართლოში დახლი გახსნილი და იმართება ყიდვა-გაყიდვა. კორუფცია უნდა დასრულდეს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
2,752 ნახვა
28 იანვარი 2019
კომენტარები