პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
„72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს.“- ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" გააკეთა. მისი თქმით, თუ საზოგადოება და ოპოზიცია იქნება მზად, უზრუნველყოს მისი თავისუფალი გადაადგილება 72 საათის განმავლობაში, ის მშვიდობიანი გზით შეცვლის ხელისუფლებას.
„იმ წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია არის მზად, უზრუნველყოს ჩემი 72 საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები საქართველოში. ეს არის სცენარი მშვიდობიანი გზით მათი მოშორების,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის, ნებისმიერი სცენარისთვის, თუნდაც იმ სცენარისთვის, რაც დამართეს ზვიად გამსახურდიას ხიბულაში.
„მე არც გიჟი ვარ, მიუხედავად იმისა, რასაც მაბრალებენ და არც თვითმკვლელი. მე არ მითქვამს, რომ მე მინდა ეს სცენარი და მე არ მითქვამს, რომ მე მზად ვარ, პირდაპირ თავი გავყო იმაში, რასაც ისინი ამზადებენ. მაგრამ მაშინ, როდესაც ებრძვი ასეთ მონსტრს, როდესაც ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყო. როდესაც გიჟებმა საგიჟეთში ჩაკეტეს ექიმები, საქართველოსი ხელისუფლება მაგას მაგონებს და თამაშობენ ექიმობანას. ახლა მთავარია, ამ გიჟების განეიტრალება ტრაგედიების გარეშე, მსხვერპლის გარეშე და ძალადობის გარეშე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
4732 /
28 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები