სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
2 წლის ბიჭი ნათესავმა მამაკაცმა დაკბინა. ბავშვს მძიმე ჭრილობები გენიტალიებზეც ჰქონდა მიყენებული. ამის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც 2 წლის ბავშვი ძალადობის ნიშნებით იმავე კლინიკაში მიიყვანეს, სადაც 4 წლის ნინო ზალინაშვილი იწვა. 4 წლის გოგონა მოგვიანებით გარდაიცვალა. 4 წლის ნინო ზალინაშვილის სხეულზე დაზიანებების ამსახველი ფოტომასალა „P.S.-ს" მიაწოდეს. 2 წლის ბიჭი მთელ სხეულზე ადამიანის მიერ დაკბენილი იყო.
ექიმებმა პატარას სახეზე, მთელ სხეულსა და გენიტალიებზე მრავლობითი სისხლჩაქცევები უპოვეს, თუმცა კლინიკაში მიყვანის მიზეზი შეშუპებული გენიტალიები და ამის შედეგად წარმოქმნილი შარდის შეკავება გახდა. დედა ყვებოდა, რომ, სავარაუდოდ, პატარა ტყუპისცალი დის მიერ იყო დაკბენილი, მაგრამ ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბიჭს ზრდასრული ადამიანის კბილების კვალი ემჩნეოდა. დაკბენილი იყო 2 წლის ბიჭის დაც.
ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს ჭრილობები ოჯახის ნათესავმა მიაყენა, რომელიც ნასვამი იყო და ასე მოჭარბებული სიყვარულის გამო მოიქცა.
გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი სექსუალური ხასიათის ძალადობის თაობაზე და ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სავარაუდო მოძალადე რამდენიმე დღით დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გამოძიების დასრულებამდე გაათავისუფლა. დაზარალებული ბავშვის დედამ კი პოლიციიდან საჩივარი უკვე გამოიტანა.
აღნიშნული შემთხვევა სოციალური სამსახურისთვის ცნობილია. მათი შეფასებით, ამ ეტაპზე 2 წლის ბიჭსა და მის დედმამიშვილებს ოჯახის წევრებისგან საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა სოციალური სამსახური მამაკაცის ქმედებას ცალსახად ძალადობად აფასებს და მშობლებს ნათესავისგან დისტანცირებას ურჩევს.
ჯანდაცვის სამინისტრო კვირის ბოლოს სისტემურ ხარვეზებსა და ძირეული რეფორმების აუცილებლობაზეც ალაპარაკდა.
სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 2018 წელს არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში 1500-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. აქედან 556 შემთხვევაში ძალადობის შემთხვევა დადასტურდა.
 
2129 /
27 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები