სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
საკანონმდებლო წინადადება უქმე დღეებში მუშაობის ორმაგად ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე შესულია.
პროექტი კოდექსში რამდენიმე შესწორების შეტანას გულისხმობს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს ორ კვირაში ერთხელ.
“დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 1% გადაუხადოს; ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება – ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით; დასაქმებულთან შესაძლებელია, მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 1 თვისა.გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია, ხოლო ანაზღაურება ამ პერიოდში შეადგენს შესაბამის პოზიციაზე არსებული ანაზღაურების 80%-ს. არ დაიდება უვადო შრომითი ხელშეკრულებები – მინიმუმ 1 თვით, მაქსიმუმ 1 წლით უნდა დაიდოს ხელშეკრულება. 1 თვიანი შრომითი ხელშეკრულება ერთი და იმავე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეიძლება დაიდოს მხოლოდ ორჯერ,“- აღნიშნულია წინადადებაში.
ასევე, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, ღამის ცვლაში 22:00 საათის შემდეგ ანაზღაურება უნდა იყოს გაორმაგებული. ამასთან, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა გადავიდეს; ხელფასი კი საათში მინიმუმ – 5 ლარი და მზარდი-შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით უნდა იყოს.
წინადადებების ავტორი მოქალაქე მაკა მინდიაშვილია.
 
3527 /
27 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები