თბილისის დრო
სიახლეები
პოლიტიკა
📅 26 იანვარი 2019 👁 4,315 ნახვა

სასწრაფოდ! საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა

სასწრაფოდ! საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც ახლახანს გავრცელდა

რუსეთი ხაშურის ტერიტორიაზე მდებარე ტალკის საბადოების მიტაცებას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ავრცელებენ. დავით ქაცარავას განცხადებიტ, აღნიშნულისთვის გარკვეულ ქმედებებს ოკუპანტები უკვე ახორციელებენ:

„ოკუპანტები ახალი ტერიტორიების შეღობვას იწყებენ. ეს ტერიტორიები გახლავთ ხაშურის რაიონის, რომელიც არანაირ შემხებლობაში საოკუპაციო ხაზთან არ მოდის. ეს არის ის თემა, რომელიც უკავშირდება საბადოების მიტაცებას, რომლებიც მდებარეობს სოფელ ჩორჩას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის ხაშურის ტერიტორიას. ეს არის ტალკის უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი, ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის საბადოები, რომლის მიტაცებასაც ამ გეგმის მიხედვით აპირებენ რუსები. კიდევ ვიმეორებ, ეს უკვე გაცხადებული აქვთ და იწყებენ თავის გეგმის განხორციელებას. ეს არის საგანგაშო სიტუაცია, რომელზეც სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეაგირება. უნდა დადგეს პოსტები, არცერთ ვარიანტში არ შეიძლება ამ ტერიტორიის გატანება,“ - ამბობს ქაცარავა.

 

4,315 ნახვა

26 იანვარი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები