თბილისის დრო
სიახლეები
siaxleebi.ge
📅 26 იანვარი 2019 👁 1,850 ნახვა

ექსკლუზიური კადრები როგორ გადაუარა ქარიშხალმა ანტალიის აეროპორტს

ექსკლუზიური კადრები როგორ  გადაუარა ქარიშხალმა ანტალიის აეროპორტს

ქარიშხლის შედეგად, ანტალიის აეროპორტში სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ანტალიის პროვინციის გუბერნატორმა მიუნირ ქარალოღლუმ განაცხადა.

"აეროპორტის ტერიტორიაზე ავტობუსი და მიკროავტობუსი გადატრიალდა. ასევე დაზიანებულია ორი თვითმფრინავი და საპოლიციო ვერტმფრენი. 12 ადამიანი დაშავებულია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება", - განაცხადა გუბერნატორმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, აეროპორტი ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.

 

 

 

 

წყარო: palitravideo.ge

 

1,850 ნახვა

26 იანვარი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები