სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
გრძელდება უცხოელი ჰომოსექსუალების მიერ საქართველოდან ჩვილი ბავშვების უკანონო გაყვანა. განსაკუთრებით მომრავლდნენ ჩინელი გეები. ხელისუფლების მიერ ხელდაფარებულმა კრიმინალებმა საქართველოს კანონის გვრდის ავლის ახალი სქემა შეიმუშავეს. სქემა მდგომარეობს შემდეგში: ვინაიდან დონაციისა და სუროგაციის მეთოდებით მატოხელა მამაკაცის მომსახურება აკრძალულია, საბუთებზე ხელმოწერისას ცოლის როლს ასრულებს დაქირავებული ქალი, რომელიც ჩამოჰყავთ უცხოეთიდან ან ირჩევა საქართველოში. ამ გზით ფუთავენ კრიმინალები ფორმალურ მხარეს, რათა ქ-მა წულუკიანმა უშფოთველად გასცეს დაბადების მოწმობა. უკვე მსოფლიოს მოედო, რომ საქართველოში მუშაობს ეს სქემა და ქართველი ან ნახევრად ქართველი ბავშვის დაკვეთა უპრობლემოდ შეუძლია უცხოელ ჰომოსექსუალს.
5 წელია თეა წულუკიანმა არა თუ ვერ აღკვეთა დონაცია-სუროგაციის სფეროში დანაშაული, არამედ მოამრავლა და წაახალისა, რადგან კონკრეტულ ფაქტებზე აღძრული საქმე (#010130214003) 5 წელია თაროზე აქვთ შემოდებული, ვერც ხურავენ, რადგან ფაქტები სახეზეა და არც ბრალს უყენებენ დამნაშავეებს, რაც აშკარად მიუთითებს მათ მფარველობაზე.
2016 წელს ქ-მა წულუკიანმა საკანონმდებლო ცვლილებით შეაყარა ხალხს თვალებში ნაცარი და ამით შეეცადა გადაეფარა ის ფაქტი, რომ ქვეყნიდან უამრავი ბავშვის უკანონოდ გაყვანისთვის 1 დამნაშავეც არ დასჯილა.
დღეს შექმნილი ვითარებიდან დასკვნა ორიდან ერთია: ზოგიერთი კლინიკა და სუროგაციის სააგენტო ან კარგად აბრიყვებს წულუკიანის უწყებას, ან მასთან გარიგებაში და ალიანსშია.
იუსტიციის მინისტრს ქ-ნ თეა წულუკიანს ვიწვევ სატელევიზიო დებატებში, თუ არ ეშინია სიმართლის, მიიღოს ეს გამოწვევა.
P.S. ამ სურათზე მოცემულია ჩინური სააგენტოს ვებ გვერდი, რომელზეც ეს სააგენტო არეკლამებს პარტნიორ ქართულ კლინიკას და გეი მამას საქართველოს დროშის ფონზე. თავის მხრივ ამ ქართული კლინიკის ვებ.გვერდზეც ეს ჩინური სააგენტოა მოცემული.
თამარ ხაჭაპურიძე
დიდი ბრიტანეთის რეზიდენტი, პოლიტდევნილი
ასოციაცია “მომავლის იმედი”-ს თავმჯდომარე
 
2016 /
26 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები