სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
ქალს, რომელიც შესაძლოა, იტალიაში მოკლული ცნობილი ქართველი მხატვრის საქმის მთავარი ფიგურანტი გახდეს, „კურიერმა“ საქართველოში მიაგნო.
ქართველი ემიგრანტი ადასტურებს, რომ იტალიაში მხატვარ თამარ მოდებაძეს ეჩხუბა, ტილოები დაუხია და კონფლიქტის შემდეგ მძინარე სახლში მიატოვა. ჩხუბის შემდეგ ემიგრანტი პირდაპირ რომის აეროპორტში წავიდა და საქართველოში გამოფრინდა.
"ძალიან გაცხარდა და ძალიან გაბრაზდა. შემილახესო.., ასეთს ვხედავ და ასეთი დავხატეო. არიყო სრულ... იყო რაღაცნაირი. ერთჯერ-ორჯერ პრეპარატი მიიღო. მერე თქვა კარგად ვარო და დავისვენებო, თვალი დახუჭა. იტალიაში პატიოსნად, პატიოსანი გზით ვარ ნაცხოვრები. იყო თასნაირი ლაპარაკები, მაგრამ მე იმდენად ახლოს არ ვიცნობდი ამ ქალბატონს, რომ მცოდნოდა მისი ცხოვრება და ბიუჯეტი. ან გადაადგილება. არ ვიმალები, აქ ვარ, მზად ვარ თანამშრომლობისთვის ჩემს სამართალდამცავებთან"- განაცხადა ქალმა.
ცნობილი ქართველი მხატვრის ცხედარი ამ დრომდე ნეაპოლის პროზექტურაშია დასვენებული.
მხატვრის და ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი ფულის გამო მოკლეს. თამარ მოდებაძე, რომლის ნახატებიც რამდენიმე ათასი ევრო ღირდა, ფულს ბანკში არ ინახავდა და თან დაჰქონდა, საბედისწერო დღეს. სავარაუდოდ, მას მთელი დანაზოგი ჩანთაში ედო.
ცნობილი ქართველი მხატვრის ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ მოდებაძე ქართველმა ემიგრანტმა მოკლა. ქალი, რომელის გვარსაც „კურიერთან“ საუბრისას იტალიაში მცხოვრები ქართველები ასახელებენ, უკვე საქართველოშია, მას ახლა ორი ადვოკატი იცავს.
წყარო: რუსთავი 2
 
1925 /
26 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები