თბილისის დრო
სიახლეები
siaxleebi.ge
📅 25 იანვარი 2019 👁 1,415 ნახვა

ლევან ჩხაიძე საქართველოში ჩამოასვენეს

ლევან ჩხაიძე საქართველოში ჩამოასვენეს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე (ჯაკო) თბილისის აეროპორტში ჩამოასვენეს. აეროპორტში მის ცხედარს, ოჯახის წევრებთან ერთად, მეგობრები დახვდნენ.

ლევან ჩხაიძის პანაშვიდი 26 იანვარს წყნეთში, ფიროსმანის ქ. #6 გაიმართება.

ტელეწამყვანს კვირას, 27 იანვარს, 15:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

33 წლის ჟურნალისტი ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც 21 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ე.წ. თრომბი სახელდება.

 

1,415 ნახვა

25 იანვარი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები