თბილისის დრო
სიახლეები
siaxleebi.ge
📅 25 იანვარი 2019 👁 1,521 ნახვა

სასწრაფოდ! თავდასხმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტზე ტყვიის მასრა აივანზეა

სასწრაფოდ!  თავდასხმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტზე  ტყვიის მასრა აივანზეა

თავდასხმა "რუსთავი2"-ის ჟურნალისტზე- დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს

სიუჟეტის ეთერი გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.

 

1,521 ნახვა

25 იანვარი 2019

მსგავსი სიახლეები

კომენტარები