საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ადიგენის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მრავლობითი მოტეხილობით და სხეულზე წარმოქმნილი ჰემატომებით, 4 თვის გოგონა, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. გოგონას 29 წლის დედა, რომელმაც დანაშაული აღიარა, დაკავებულია და დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
“კლინიკაში გოგონა, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, მართვით სუნთქვაზეა. ექიმები, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით, პროგნოზს ვერ აკეთებენ, მაგარამ გადარჩენის იმედს არ კარგავენ”, – ამბობს ბავშვის მკურნალი ექიმი.
29 წლის ქალს 4 თვის გოგონას გარდა, 3 შვილი ჰყავს და მათი ნახვის უფლება შეზღუდული აქვს. გოგონას დედა, კრასნოდარის მხარის მკვიდრია, რომელიც ადიგენში, სტუმრად იმყოფებოდა.
მომხდარს კრასნოდარის მხარის და ადიგენის სოციალური სამსახურები, ასევე ადგილობრივი ორგანოები, ერთობლივად განიხილავენ.
მიმდინარეობს გამოძიება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბავშვის დედას, მშობლის უფლებები ჩამოერთმევა. ბავშვს კი, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ბავშვთა სახლში გადაიყვანენ.
წყარო marhalpress.ge
 
1709 /
25 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები