SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ახლახანს გავრცელდა: სასიხარულო ინფორმაცია ქართველი ემიგრანტებისთვის

ახლახანს გავრცელდა: სასიხარულო ინფორმაცია  ქართველი ემიგრანტებისთვის

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე დასაქმებულია 30-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან აღნიშნულ სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

2018 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად. საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ამ მიმართულებით.

ამ კუთხით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დროებითი ცირკულარული/შრომითი მიგრაციის სფეროში გააქტიურება ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას, მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას და შემდგომ საქართველოში დაბრუნებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

შეგახსენებთ, სამუშაოდ წასვლა უკვე ლეგალურია საფრანგეთში.
საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის “კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ გაფორმდა შეთანხმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეთანხმება, საფრანგეთში დასაქმების მიზნით, დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში.

ხელშეკრულების ფარგლებში რეგულირდება ბინადრობის მოწმობის ვადები, ასევე სამუშაო ადგილის კვოტები. წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე, საერთო ჯამში, 500 კვოტა.

პარალელურად, ფრანგული და ქართული მხარეები განაგრძობენ მუშაობას შემდეგ საკითხებზე: საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა და სხვა ტექნიკური საკითხები.

 

5661 /

25 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები