სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
ზუგდიდის მერობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” შესაძლოა პრეტენზია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა განაცხადოს. ამის შესახებ STV-ს საკუთარმა წყარომ აცნობა. რულოვსი ზუგდიდს სავარაუდოდ მამავალი კვირიდან ეწვევა და მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს. ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ ზუგდიდში ვიზიტის შესახებ პარტიის ლიდერები უკვე გააფრთხილა.
“ჯერჯერობით ვერსიის დონეზეა ის, რომ შესაძლოა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის მერის არჩევნებზე მიიღოს მონაწილეობა, თუმცა პარტიაში განსაკუთრებულად ემზადებიან მასთან შესახვედრად. ქალბატონი რულოვსი ზუგდიდს სავარაუდოდ მომავალ კვირას ეწვევა. როგორც მე გავიგე, მან პარტია გააფრთხილა, რომ მოამზადონ შეხვედრები ხალხთან და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. ხმამაღლა ამის შესახებ არავინ არ საუბრობს და პარტიის კულუარებში ყველას აფრთხილებენ, რომ აღნიშნულმა ინფორმაციამ ჯერჯერობით არ გაჟონოს”-აცხადებს STV-სთან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტივისტი, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება საჯაროდ არ ისურვა.
წყაროს განცხადებით სანდრა რულოვსის სავარაუდო კანდიდატატ დაყენებასთან დაკავშირებით შიდაპარტიული გარჩევები და დაპირისპირებებიც იკვეთება. პარტიის ერთ ნაწილს მერობის კანდიდატად ზუგდიდის ყოფილი გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას დაყენება სურს, თუმცა ქობალია ჯერჯერობით არაფერს ამბობს.
“არაფერიია ცნობილი იმაზე თუ რა პოზიცია აქვს თავად ქობალიას ამის შესახებ. შესაძლოა ალბათ იმიტომ, რომ სანდრა რულოვსი ალექსანდრე ქობალიას უფროსი შვილის ნათლიაა. თუმცა პარალელურად არ გამოირიცხება, რომ ალექსანდრე ქობალიამ ზუგდიდის მერის არჩევნებზე დამოუკიდებლად იყაროს კენჭი ან რომელიმე სხვა პარტიის სახელით, მაგალითად “ევროპული საქართველოდან”-აცხადებს STV-წყარო.
 
2748 /
25 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები