SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

"ღარიბი ვარ, აბა, რა ვარ? საშინელი მდგომარეობა მაქვს“ - ზურა ყიფშიძე მძიმე მდგომარეობაზე ყვება

ცნობილი ქართველ მსახიობს ზურა ყიფშიძეს ცხოვრებაში მძიე პერიოდი უდგას. ყიფშიძე „კვირის პალიტრასთან“ ამბობს, რომ „ღორის წელს, ჭორის გრიპიც გადაიტანა“.

„თუ არა გყავს პატრონი ამ ქვეყანაზე, დაღუპულხარ და ეგ არის. ყველა უცხოელს შეიძლება მოეფერონ, საკუთარ ხალხს კი სისულელეებს უკეთებენ. დღეს ცოცხები აღარ არის, მაგრამ ისეთებს შვრებიან... გავგიჟდით, ეტყობა... ერთხელ ვცხოვრობთ და ჯანდაბას, სახელი დაგვრჩება-არდაგვრჩება, ფეხებზე გვკიდია - ასეთი შთაბეჭდილება მრჩება“- აცხადებს მსახიობი.

ყიფშიძე ამბობს, რომ პროფესიულად დაკავებულია თუმცა „ცოტა ფულსაც რომ გვიხდიდნენ, გადასარევი იქნებოდა“.

„გრიპის გამო ისე ცუდად ვიყავი, სპექტაკლი მომიხსნეს. გიორგიმ გადმომდო. ექიმები მყავდა, წამოდი, დაგაწვენთო... სად დამაწვენთ... ამ თვეში ჩემი თავისთვის ვერ მოვიცლი და ამ გრიპს თუ მოვწყინდები, თავისით გამანებებს თავს-მეთქი. ორი დღის წინ ჩემს რძალს დაურეკავს შვილიშვილის ასაცრელად, უთხრეს, 35 ლარი ღირსო. მოკლედ, ღორის წელს ღორის გრიპით შევხვდი.

მსახიობმა „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ „ნევროზული სიტუაციაა, გაცრუებული იმედი...“.

„ბანკები, ეს ონლაინკაზინოები, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გვჭამს. ბევრი დაზარალებულია გინდა გონებრივად, გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურად. ბავშვები კი მოდიან კარგები, მაგრამ აბნეულ-დაბნეულ სიტუაციაში არიან. ვიღაცა მოტვინავს, როგორ მოიქცეს, ვიღაც კი შეიძლება აჰყვეს რაღაც სისულელეს და აზარტული თამაშებით თავი დაიღუპოს. მე არ გამომიცდია, მაგრამ ამბობენ, რომ არაყსა და ნარკოტიკზე უარესიაო“- გაბაცხადა მსახიობმა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინ აქტივობას, მსახიობი ომპიმიზმს არ კარგავს და აცხადებს, რომ „ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორდება“.

„ამისთვის პირველ რიგში, გოიმურად, მოკლედ და უბრალოდ რომ ვთქვა, მდიდრები უნდა დაეხმარონ ღარიბებს. ამის სურვილი და მოლოდინი მაქვს“- თქვა მან.

„შეიძლება ბომჟი არა, მაგრამ ღარიბი ვარ, აბა, რა ვარ? საშინელი მდგომარეობა მაქვს“- აღნიშნავს „კვირის პალიტრასთან“ ცნობილი მსახიობი.

ზურა ყიფშიძე ამბობს, რომ ბინა გაყიდა და ახლა ერთ დიდ ბინაში რამდენიმე ოჯახი ერთად ცხოვრობს.

„ჯერჯერობით არ ვჭამთ ერთმანეთს, მაგრამ... გიორგის სამუშაო ჰქონდა, ეგონა, ყოველთვის ექნებოდა, ისიც დეპრესიულ მდგომარეობაშია, აქეთ ლენუკას არა აქვს სამსახური“- აღნიშნავს მსახიობი.

 

წყარო: newposts.ge

 

1968 /

25 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები