სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის უმდიდრესი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ციფრული ექსპერიმენტის საიდუმლო ბენეფიციარია - ამის შესახებ New York Times ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინები მსოფლი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა.
პუბლიკაციის ავტორები წერენ, რომ ივანიშვილმა თავისი საინვესტიციო ფონდიდან 10 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი გასცა, მაშინ როდესაც "ბიტ-ფიურის" ვიცე-თავმჯდომარე გიორგი კიკვაძე მის საინვესტიციო საბჭოში იყო.
სტატიაში აღნიშნულია თუ როგორ შეუწყო ხელი განვითარებაში ბიძინა ივანიშვილმა კომპანია “ბიტ-ფიურის“, როდესაც თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეუქმნა და 2015 წელს 18 ჰექტარი მიწა ერთ დოლარად გადასცა.
სტატიაში ხაზგასმულია ისიც, რომ მსგავსი ოპერაციების სუბსიდირებით, მთავრობა გადასახადის გადამხდელებს ძარცვავს.
შეგახსენებთ, 2015 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კომპანიისთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული მიწა თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდა, რითიც ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში არსებული ყველა ტიპის გადასახადისგან პრაქტიკულად, სრულად გათავისუფლდა. მთავრობამ ამავე დადგენილებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თავისუფალი ეკონომიკური ზონის საზღვრების მონიტორინგი და მის შესასვლელში საბაჟო პუნქტის მოწყობა დაავალა.
წყარო 2020news.ge
 
2428 /
24 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები