ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ
ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს ბუდაპეშტიდან თბილისში ხვალ საღამოს 17:40 საათზე ჩამოასვენებენ. პანაშვიდები წყნეთში, ფიროსმანის ქუჩაზე გაიმართება კვირას კი ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენებენ. გარდაცვლილ ჟურნალისტს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 21 იანვარს 33 წლის მოულოდნელად გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.
ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია "TV პირველის" წამყვანი იყო, მანამდე კი სხადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა.
წყარო: primetime.ge
1,417 ნახვა
24 იანვარი 2019
კომენტარები