საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ოჯახი, სადაც 4 წლის გარდაცვლილი გოგონა მინდობით იზრდებოდა პირველ კომენტარს აკეთებს. დროებითი აღმზრდელები არ ეთანხმებიან ვერსიას, რომ გოგონა აგრესიული იყო და ხშირად ტიროდა. ოჯახი ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში ბავშვთან მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ.
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში მოათავსეს.
მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, ინფორმირებული იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა.
გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის დაკავებული დედა გვიან ღამით წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მშობელი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქალი შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით არის დაკავებული.
 
1336 /
23 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები