სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
"პრაიმტაიმთან" გარდაცვლილის მამინაცვალი, არკადი ზავაშვილი უარყოფს, რომ 4 წლის გოგონაზე ძალადობა ხორციელდებოდა.
არკადი ძავაშვილი ამბობს, რომ სხეულის დაზიანებები, რომელიც გარდაცვლილ ბავშვს ჰქონდა, ბანაობის დროს
"ხო არ აყროლდებოდა ბავშვი, ბანაობა უნდოდა. თუ სახეს მობანდა. 2-3 დღეში ხო უნდა გებანავებინა?! შეიყვანდა გვერდით ოთახში, სადაც ცხელი წყალიცაა, ბავშვი კიოდა-წიოდა, მეზობლებმა გააზვიადეს, თითქოს ბავშვს სცემდა ჩემი მეუღლე, კლავდა. გადმოუხტებოდა ტაშტიდან, ცხელ წყალზე ალერგიული იყო. ბანაობის დროს რო წაიქცეოდა, ხან სად მიარტყავდა და ხან სად, ამიტომ იყო დალურჯებული. ყველა ტაშტი დამტვრეულია. არ იყო მიჩვეული დაბანას, არ მიაჩვიეს სადაც იყო", - ამბობს მამინაცვალი.
მისი თქმით, 4 წლის გოგონას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, იწვა, საკვებსაც დამოუკიდებლად ვერ იღებდა და არც საუბარი შეეძლო.
ოჯახს, სადაც გუშინ, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჩამოართვეს. 5 წლის ბიჭი და წლინახევრის გოგონა სოციალურმა სამსახურმა თავშესაფარში გადაიყვანა.
გვაზაურის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედა გუშინ ღამით პოლიციაში დააკავეს. ის და მისი მეუღლე (ბავშვის მამინაცვალი) იქ გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებულები.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ბავშვს სახლში სისტემატურად სცემდნენ და ერთხელ ის ამის გამო საავადმყოფოშიც მოხვდა, რის შესახებაც პოლიცია ინფორმირებული იყო.
ერთ-ერთი მეზობლის ცნობით, გარდაცვლილის მშობლები ბავშვების გაშვილებით ირჩენდნენ თავს.
მომხდარზე საქმის გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო primetime.ge
 
2034 /
23 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები