SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი ემიგრანტი

იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი ემიგრანტი

ემიგრანტის სასტიკი მკვლელობა - იტალიაში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რომ მოკლული ხატავდა და სავარაუდოდ, მან მკვლელს საკუთარი ნახატი გასაყიდად მიუტანა. დაკარგულია თანხა და საბუთები.

დაღუპულს წამების კვალი ემჩნევა. დაზიანებები მას ხელებისა და კისრის არეში აღენიშნება. ქართველი ქალი ნეაპოლში, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქემ მოკლა. დაკარგულ ქალბატონს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარი, საბოლოოდ, მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლში ნახეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გვიანობამდე მუშაობდა.

იტალიაში მცხოვრები ქართველები გარდაცვლილის მეგობარს, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია, სიცრუეში ამხელენ.

„ეჭვმიტანილს ვესაუბრე გუშინ, რაზეც მან შეიცხადა და იცრუა, რომ მე კვირას 4 საათზე დავტოვე იტალია და მილანიდან ჩამოვედი საქართველოშიო. შემდეგ მეზობლებმა მითხრეს, რომ არა, არ დაუტოვებია, ორშაბათს ჩვენთან იყო მოსული, რაღაც გვთხოვა და მივეცითო. როგორც ვიცით, არ მუშაობდა, ჰქონდა მას რაღაც ფინანსური პრობლემა,“- აღნიშნავს ნინო ლაფაჩიძე.

ნინო ლაფაჩიძე ამბობს, რომ გარდაცვლილს სხეულზე წამების კვალი ეტყობა. ჭრილობები არ აქვს, თუმცა აქვს მრავლობითი დაზიანებები.

„ამბობენ, რომ ქალბატონი თავის პატარა ჩანთას სულ თან ატარებდა, სადაც ედო თავისი ნამუშევარი თანხა, როგორც სხვებმა ამიხსნეს,“- ამბობს ლაფაჩიძე.

 

1601 /

23 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები