სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
თბილისში, 4 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ზიგზაგის ქუჩის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ქალი მცირეწლოვან გოგონას ხშირად სასტიკად უწორდებოდა. მათი თქმით, 4 წლის ბავშვი საავადმყოფოშიც კი მოხვდა.
საპირისპიროს ამტკიცებს დაკავებული ქალის ქმარი, არკადი ზალაშვილი. მისი მტკიცებით, გოგონა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მეზობლები კი ძალადობის შესახებ გამოგონილ ინფორმაციას ავრცელებენ.
დაღუპული ბავშვის მამინაცვალი ირწმუნება, რომ ბავშვის დედის, ლელა ქსოვრელის წინააღმდეგ, არანაირი შემაკავებელი ორდერი არ იყო გაცემული. მისი თქმით, ის რომ გოგონა მათთან ცხოვრობდა, პოლიცია ინფორმირებული იყო.
როგორც ირკვევა, გარდაცვლილი დედასთან საცხოვრებლად აგვისტოში გადმოიყვანეს.
ლელა ქსოვრელი წინასწარი დაკავების იზოლატორში გუშინვე გადაიყვანეს. ახალგაზრდ ქალს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დაკავებულის ოჯახის წევრები მკვლელობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ბავშვი დაზიანებებს ბანაობის დროს იღებდა.
„ბავშვი მძიმედ სუნთქავდა ღამე, დედას რადგან არ ჰქონდა საშუალება ბავშვს წამლები დაალევინა, მაგრამ ექიმისთვის არ მიუმართავს, თვითონ შეიძინა წამლები. ძალადობის კვალი რა, ბავშვს ბანდა-ტიროდა... ერთხელ გამოიძახეს მეზობლებმა პოლიცია იმიტომ, რომ ბავშვს ბანდა და ბავშვი წიოდა და კიოდა. ეგეთ ბავშვებს, აუტიზმით დაავადებულებს მოზღვავებული ენერგია აქვთ.
ძალადობა არ ყოფილა, ბავშვი დაბანის დროს იღებდა დაზიანებებს. სახლში იმიტომ მოიყვანა, რომ შვილთან ყოფნა უნდოდა. მაშინ რომ ჰქონდა შემაკავებელი ორდერი, ეს მაშინდელი ლაქებია, არ სცემდა. სტამბას უნდა ამ ადგილის ხელში ჩაგდება და ყველა სიტყვას ისე აშუქებს, რომ მათ წისქვილზე უნდა წყლის დასხმა,“- ამბობს დაკავებული ლელა ქსოვრელის ახლობელი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერი ქსოვრელზე 6 იანვარს არის გაცემული,
უწყებამ იმ პირების სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რომლებსაც ევალებოდათ, გაეკოტროლებინათ, რამდენად ხდებოდა მცირეწლოვანზე ძალადობა.
წყარო: newposts.ge
 
5556 /
23 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები