SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ახალციხის სკოლაში სამლოცველო ოთახის არსებობა, კანონდარღვევად მიიჩნიეს

ახალციხის სკოლაში სამლოცველო ოთახის არსებობა, კანონდარღვევად მიიჩნიეს

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში სამლოცველო ოთახი „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ მასალის გამოქვეყნების შემდეგ დაკეტეს. სალოცავში არსებულ ხატებსა და ლოცვის წიგნებს სკოლის ადმინისტრაცია ეკლესიას გადასცემს.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში სამლოცველო ოთახი დაკეტილია, თუმცა როგორც ფანჯრიდან ჩანს, აქ ხატები ჯერ ისევ კედლებზეა გაკრული. მიუხედავად ამისა, ახალციხის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ „იქ აღარაფერია“. 

„როგორც დავაზუსტეთ ეს არ ყოფილა [სალოცავი ოთახი]. ალბათ ადრე იყო. მე როცა ვნახე აღარაფერი არ იყო იქ, ანუ დავინტერესდით და იქ აღარ იყო მსგავსი ოთახი“, – გვითხრა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ. 

განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნული ოთახიდან ხატებსა და სხვა ინვენტარს სკოლის ადმინისტრაცია გაიტანს: „ამ დროისთვის, ჩვენი ინფრომაციით ეს ოთახი დაკეტილია“. 

სკოლაში სამლოცველო ოთახი რომ აღარ ფუნქციონირებს, მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძეც გვიდასტურებს: „შიგნით რაც ხატებია ეკლესიას გადაეცემა, რომელს ჯერ არ ვიცით“. 

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის პირველ სართულზე, ერთ–ერთ ოთახში მართლმადიდებლური ხატებია გაკრული, მოწყობილია სასანთლე და კანდელი. აქვე აწყვია ლოცვის წიგნებიც. კარზე კი გაკეთებულია წარწერა – „სამლოცველო“ . აქ როგორც მასწავლებლები, ასევე, მოსწავლეებიც ლოცულობდნენ 

იურისტების განმარტებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნებისთვის გამოყენება იკრძალება: „სანთლის დანთება და ლოცვა რელიგიური რიტუალია. ამიტომ თუ ამას არ იყენებენ აკადემიური მიზნებისთვის, კანონდარღვევა“. 

 

 

წყარო: sknews.ge

 

1287 /

22 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები