SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

შემზარავი ინფორმაცია, მშობლები, რომლებმაც 4 წლის შვილი ცემით მოკლეს, მოკლული ბაშვის ბებიის კომენტარი

შემზარავი ინფორმაცია, მშობლები, რომლებმაც 4 წლის შვილი ცემით მოკლეს, მოკლული ბაშვის ბებიის კომენტარი

მეზობლები ამბობენ, რომ 4 წლის გოგო მშობელმა ცემით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, დედა მცირეწლოვან ბავშვზე ხშირად ძალადობა. 

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა.

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვლის დედა, ბაბულია ძავაშვილი ირწმუნება, რომ ბავშვი გრიპის გართულების შედეგად გარდაიცვალა და არა დედის ცემის შედეგად.

"გრიპი ჰქონდა, ახველებდა... არ სცემდა, ხმაური რადგან გადიოდა მეზობლები ამბობენ, რომ სცემდა ბავშვებს. გუშინ დაბანა და დააწვინა, დღეს კი გარდაცვლილი ნახა. ჩემი შვილი და რძალი პოლიციაში იმყოფებიან"- აცხადებს გარდაცვლილის მამინაცვლის დედა.

შეგახსენებთ, რომ გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეზობლები ჟურნალისტებთან ჰყვებიან, რომ დედა მცირეწლოვან შვილებს სასტიკად უსწორდებოდა. მათი თქმით, ბოლოს მოზარდი 1 კვირის წინ სცემეს, რა დროსაც ადგილზე პოლიცია იქნა გამოძახებული და შედგა შესაბამისი ოქმი.

 

2081 /

22 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები