საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
თბილისი დღეს კიდევ ერთ ტრაგედიას შემთხვევით გადაურჩა - დიდი დიღმის მსგავსი აფეთქების გამეორების საფრთხის წინაშე ამჯერად დირსის მოსახლეობა აღმოჩნდა.
მჭიდრო დასახლებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბუნებრივი აირის სუნი ადგილობრივებმა იგრძნეს. აღმოჩნდა, რომ გაზი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ჟონავდა.
“ბინა იყო დაკეტილი და იქ გაჟონვა მიდიოდა. ყაზტრანსგაზიდან იყვნენ, გაარკვიეს, რომ იყო გაჟონვა. არასწორად გადიოდა გაზი, გადარჩენილები ვართ ყველა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა ამბობს, რომ ახალ კორპუსებში გაზის დამონტაჟებას მხოლოდ აკრედიტირებული კომპანიის წარმომადგენელი შეძლებს. ძველ კორპუსებთან მიმართებაში კი აუცილებელია, გამკაცრდეს კონტროლი.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ აუცილებელია სისტემის ისე აწყობა, რომ რისკები მინიმუმამდე დავიდეს. სოფო კილაძე თვლის, რომ საჭიროა ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.
"ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიზანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ადამიანს სიცოცხლესა და უსაფრთხოებას," - აცხადებს კილაძე.
 
1732 /
22 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები