სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ევროპაში, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს. საფრანგეთის ელჩი საქართველოში, იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც შესაძლოა ევროპასთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეუქმნას.
პასკალ მენიე ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ კი საფრანგეთის მთავრობა არ აძლევს თავშესაფარს, რადგან საქართველოდან ადამიანები საზღვარგარეთ მიდიან არა დევნის ან შევიწროების, არამედ ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
ელჩი განმარტავს, რომ 2017 წელს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 6000 -ს მიაღწია, მაშინ როდესაც ვიზალიბერალიზაციამდე მათი რაოდენობა 2000 იყო.
"შენგენის რამდენიმე ქვეყანა საფრანგეთი პირველ რიგში, მაგრამ ასევე შვედეთი, გერმანია, საბერძნეთი და შვეიცარია თავშესაფრის მაძიებელთა ძალინ მკვეთრი ზრდის პრობლემის წინაშეა. საფრანგეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ვიზალიბერალიზაციამდე ჩვენ დაახლოებით 2000 ქართველი გვყავდა, ვინც საფრანგეთში ჩამოდიოდა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. აქედან 7 %-ს ვაკმაყოფილებდით საშუალოდ, რადგან თავშესაფარს ჩვენ იმ ხალხს ვანიჭებთ, ვინც იმის გამო იჩაგრება, რომ LGBT მოძრობის წევრია ან პოლიტიკურად იდევნება, მაგრამ რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა მიზეზის იმისა, რომ პოლიტიკურად დევნილთა რიცხვის დიდი იყოს რეალურად არაა.
"ვიზალიბერალიზაციის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება და 2017 წელს მან 6000 -ს მიაღწია. დეკემბერში კი მხოლოდ ერთ თვეში 1000 იყო. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვინდა თავშესაფარი მათ მივანიჭოთ, ვინც მართლა იტანჯება. მაგალით სირიიდან, ავღანეთიდან და საქართველოდანაც თუ მართლა იდევნება, მაგრამ საქართველოდან უფრო არა პოლიტიკური დევნილები, არამედ ეკონიმიკური მიგრაციაა, რაც არალეგალურია. ამიტომ ისინი თვითმფრინავით უკან გაიგზავნებიან საქართველოში მათივე ხარჯით და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდებოდეს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებასთან დამატებით ზომებზე ვიმსჯელებთ, როგორ ვებრძოლოთ ამას,"-აცხადებს საფრანგეთის ელჩი.
კითხვაზე- არსებობს თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე პასკალ მონიე ამბობს, რომ თეორიულად ამის შანსი არის, თუმცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს პოლიტიკურად ამის გაკეთება არ სურთ. მთავარ პრობლემად დიპლომატი კრიმინალს ასახელებს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ ჩასული ქართველების ნაწილი კრიმინალურ დაჯგუფებებში ხვდება.
გაზრდილი დონე აძლევს შენგენის წევრს სახელმწიფოებს უფლებას აამუშაოს შეჩერების მექანიზმი- პასკალ მონიე
"თეორიულად დიახ არსებობს ასეთ შესაძლებლობა, რადგან გაზრდილი დონე აძლევს შენგენის წევრს სახელმწიფოებს უფლებას აამუშაოს შეჩერების მექანიზმი, მაგრამ პოლიტიკურად ამი გაკეთება არ გვსურს. რადგან არ გვინდა მათ გამო ვინ ცუდად იქცევა ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევიან. რაც შევამჩნიეთ, ეს ხალხი დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან. ვფიქრობ, რაიმე ქსელი ხელმძღვანელობს მათ.
ისინი ფიქრობენ, რომ სამუშაოს იშოვიან, მაგრამ რადგან ვერ პოულობენ იოლად იწყებენ ქურდობას მაღაზიებში და ხდებიან კრიმინალები,"-ამბობს ელჩი.
 
1605 /
22 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები