04 მარტი 2022
ზაპაროჟიეში რუსებმა ცეცხლი გახსნეს, ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია (იხ.ვიდეო)
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუსებმა ცეცხლი გახსნეს, ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია უკრაინულ მედიებსა და ტელეგრამ არხებზე გავრცელდა, რაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა.
"ყურადღება! რუსეთის ფედერაციის ტექნიკა ისვრის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებობს რეალური ბირთვული საფრთხე. ვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას", — თქვა ვიდეომიმართვაში ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
Unian-ის ინფორმაციით, ელექტროსადგურის პრესსამსახური იუწყება, რომ ამ ობიექტის დაბომბვა გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.
ამ წუთებში შესაძლებელია, პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალი ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე მოვლენებს.
 
1574 /
04 მარტი 2022
სხვა სიახლეები:
02 მარტი 2022
02 მარტი 2022
24 თებერვალი 2022
24 თებერვალი 2022
19 ივლისი 2021
კომენტარები