SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ისრაელმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა უკრაინისადმი თავდაცვის იარაღის მიწოდებაზე

ისრაელმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა  უკრაინისადმი თავდაცვის იარაღის მიწოდებაზე

ისრაელში უკრაინის ელჩი ისრაელს მეტი სამხედრო დახმარების გაწევას  სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის რიტორიკა ფრთხილი იყო.

ნაფტალი ბენეტი წინადადებით გამოვიდა, რომ ისრაელს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შუამავლის როლი შეესრულებინა. მან ასევე გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას და ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.

უკრაინაში ისრაელის ელჩმა, ევგენი კორნიიჩუკმა განაცხადა, რომ ისრაელმა არ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა ჩაფხუტებისა და თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე.

„ჩვენ გვინდა, რომ ისრაელმა ყველანაირად გაგვიწიოს მხარდაჭერა ამ მძიმე დღეებში“, - აღნიშნა ელჩმა.

ნაფტალი ბენეტმა აღნიშნა, რომ კრიზისისადმი ისრაელის „გაზომილი და პასუხისმგებლიანი მიდგომა“ ისრაელს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ დაიცვას თავისი ინტერესები, არამედ სასარგებლო სანდო მოთამაშეც იყოს.

 

1186 /

01 მარტი 2022

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები