ეკონომიკა
28 დეკემბერი 2021
სიახლეები:
bm.ge-ინფორმაციით ქართულმა ბაკებმა 11 თვეში ორ მილიარდ ლარამდე მოგება მიიღეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
2021 წელს 11 თვეში თოთხმეტმა კომერციულმა ბანკმა ჯამში 1.97 მილიარდი ლარის მოგება მიიღო, რაც წინა წლების მაჩვენებლებს აღემატება.
ბანკების შემოსავლების უმთავრესი წყარო ფიზიკური პირების სესხებია. 2021 წლის 11 თვეში 14 კომერციული ბანკის შემოსავალმა მთლიანობაში 5.4 მილიარდი ლარი შეადგინა. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 23%-ით ნაკლები იყო.
კომერციული ბანკების შემოსავლებიდან 2.24 მილიარდი ლარი ფიზიკური პირების სესხების საპროცენტო შემოსავლებზე მოდის, ხოლო 1.51 მილიარდი ლარი იურიდიული პირების საპროცენტო შემოსავლებზე.
წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებლის ვალუტის კონვერტაციებიდან მიღებული წმინდა მოგება, რომელმაც 2021 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამში 263.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მონაცემებთან შედარებით 930%-ით მაღალია. წინა წელთან შედარებით 41%-ით გაიზარდა მომხმარებელთა საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლებიც და 11 თვის განმავლობაში ჯამში 417 მილიონი ლარი შეადგინა. ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი 44%-ით გაიზარდა და 66 მილიონ ლარზე ავიდა.
მთლიანობაში 11 თვის მანძილზე საბანკო სისტემის მოგება 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, აქედან მოგების გადასახადი 240 მილიონ ლარს უდრიდა, ხოლო წმინდა მოგება – 1.97 მილიარდ ლარს.
საბანკო სექტორის აქტივების ზომა 59.6 მილიარდი ლარია.
წყარო: bm.ge
 
1110 /
28 დეკემბერი 2021
სხვა სიახლეები:
ეკონომიკა
28 დეკემბერი 2021
ეკონომიკა
25 მაისი 2021
ეკონომიკა
21 მაისი 2021
ეკონომიკა
19 მაისი 2021
ეკონომიკა
25 სექტემბერი 2020
ეკონომიკა
21 თებერვალი 2020
კომენტარები