სპორტი
17 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია - ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან +209 კგ. კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა პლანეტის საუკეთესო ძალოსნის ტიტული.
მან ოჭიდის ჯამში 492 კგ. დააფიქსირა, რაც მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდია.
ლაშამ აკვრაში პირველ ცდაზე 247 კგ-იანი შტანგა შეუკვეთა და იოლად დაძლია. ამას მოჰყვა 257 კილოგრამი. ისიც ასწია. მისმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ მსოფლიოს ახალი რეკორდი შეიკვეთა - ფურცელზე 267 კილოგრამი დაწერა. ტალახაძემ მძიმედ მაგრამ მაინც ასწია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია. 225 კგ. მსოფლიოს ახალი რეკორდია. ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მის მიერვე დამყარებული რეკორდი 223 კგ იყო.
 
1070 /
17 დეკემბერი 2021
სხვა სიახლეები:
სპორტი
17 დეკემბერი 2021
კომენტარები