სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
სპეციალისტები დიდ დიღომში აფეთქების სავარაუდო ორ კერაზე საუბრობენ და არც დივერსიას გამორიცხავენ. ამის შესახებ "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილმა მოადგილემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სიმონიშვილის შეფასებით, მხოლოდ ერთ ბინაში აფეთქება ყველა სართულზე ლიფტის კარის გამონგრევას ვერ გამოიწვევდა. ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი ყოფილი პირველი მოადგილე „კვირის პალიტრასთან“ აცხადებს, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს, რომ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების არა ერთი, არამედ ორი კერა იყო, დივერსიის ვერსიაც არ უნდა გამოვრიცხოთ“.
"თუ მეზობლების, თვითმხილველების მოწოდებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, ბინა, სადაც, სავარაუდოდ, გაზი დაგროვდა და აფეთქება მოხდა, აფეთქებამდე რამდენიმე საათს დაკეტილი იყო. რადგან ლაპარაკია მე-6 სართულზე არსებულ ბინაზე, დიდი ალბათობით, გაზის გაჟონვა მოხდა შიდა გაყვანილობიდან ან ბინაში არსებული ხელსაწყოდან. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმასაც, რომ თუ კორპუსში გაზის გაყვანილობის მიწისქვეშა ქსელი არსებობს, თეორიულად არსებობდა ალბათობა, გაზის მიწისქვეშა გაჟონვა მომხდარიყო. შემდეგ გაზი შესაძლოა გაჰყვეს ტელეფონის კაბელებს, კანალიზაციას და ამ გზით ნებისმიერი სართულის ბინებში დაგროვდეს. რადგან სუნმა მობინადრეები შეაწუხა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შესაძლოა დაკეტილი ბინიდან გამოსული გაზის სუნი კი არ იყო, არამედ კანალიზაციას მოჰყვებოდა, რაც მას კიდევ უფრო ამძაფრებდა, ანუ მეთანის სუნს კანალიზაციის სუნიც ერთვოდა. მხოლოდ ერთ ბინაში აფეთქება ვერ გამოიწვევდა ყველა სართულზე ლიფტის კარის გამონგრევას. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს, რომ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების არა ერთი, არამედ ორი კერა იყო, დივერსიის ვერსიაც არ უნდა გამოვრიცხოთ,“-განაცხადა სიმონიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ინტერვიუში.
წყარო bpn.ge
 
2934 /
22 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები