პოლიტიკა
01 მარტი 2022
სიახლეები:
უკრაინელი სამართალდამცველები ამ დრომდე არკვევენ, თუ ვინ დაეხმარა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულ ინტერნერ-გამოცემა „Украинская правда“-ს პოლიციის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
„პოლიციის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტი უკრაინის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო უკანონო გადაყვანის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს. გამოძიების პროცესში იდენტიფიცირებულები არიან პირები, რომლებიც პოლიტიკოსს საზღვრის უკანონოდ კვეთაში ეხმარებოდნენ. რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება,“ – განაცხადა წყარომ „Украинская правда“-სთან საუბრისას.
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ „Украинская правда“-ს აცნობა, რომ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით წარმოებული შიდა აუდიტის შედეგად რამოდენიმე თანამდებობის პირს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა.
ანდრეი დემჩენკოს განცხადებით, აუდიტის მიერ მოპოვებული მასალები შესაბამის წინასაგამოძიებო ორგანოს გადაეცა, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მიხეილ სააკაშვილი ორი ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უკრაინიდან საქართველოში ფარულად გაემგზავრა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. ის ჩერნომორსკიდან ფოთამდე ერთ-ერთ უკრაინულ ბორანზე სატვირთო კონტეინერში იმალებოდა.
წყარო: https://www.pravda.com.ua/rus/news/2021/12/10/7316967/
 
1303 /
15 დეკემბერი 2021
სხვა სიახლეები:
პოლიტიკა
01 მარტი 2022
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2021
პოლიტიკა
27 ივლისი 2021
პოლიტიკა
08 ოქტომბერი 2020
პოლიტიკა
23 სექტემბერი 2020
კომენტარები