15 დეკემბერი 2021
დემნა გვასალიამ ჯასტინ ბიბერი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის ფერებში შემოსა

დემნა გვასალია კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა. ის აქტიურად თანამშრომლობს უამრავ ვარსკვლავთან, მათ შორის არის ჯასტინ ბიბერი, რომელიც დიზაინერის დაგეგმილ კამპანიებშიც მონაწილეობს.
ახლახან ჯასტინ ბიბერს კონცერტი ჰქონდა დუბაიში, სადაც ის კვლავ დემნა გვასალიას მიერ შექმნილი სამოსით გამოჩნდა.
ახლახან იქ გადაღებული ფოტო სტეფანემ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას ამ ჩაცმულობამ 90-იანი წლების ძველი ქართული დროშის ფერები მოაგონა: „დემნამ „ბალენსიაგას“ სპორტული ხაზი 90-იანების საქართველოს დროშის ფერებში გააკეთა და ჯასტინ ბიბერს ჩააცვა…“
შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალიამ ახლახან მედიის წარმომადგენლებს სთხოვა, რომ ის, როგორც დიზაინერი, მხოლოდ სახელით მოიხსენიონ. იმავდროულად, მან „ინსტაგრამზე“ თავის ანგარიშზე დემნა როგორც ინგლისურად, ასევე ქართული ასოებითაც დაიწერა და ამით ხაზი გაუსვა, რომ საკუთარ ქართულ წარმომავლობას არასდროს უარყოფს.
წყარო: fortuna.ge
 
1103 /
15 დეკემბერი 2021
სხვა სიახლეები:
04 ივლისი 2021
21 აგვისტო 2019
04 მაისი 2019
23 აპრილი 2019
17 აპრილი 2019
კომენტარები