საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
ლიეტუვას ზარაფხანა 31 ოქტომბერს ახალ, საკოლექციო ვერცხლის მონეტას გამოსცემს, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ცნობილი სცენა – „თინათინის გამეფება“ იქნება აღბეჭდილი. მონეტა შეზღუდული რაოდენობით გამოიცემა.
„თინათინის გამეფება“ გამოისახება ახალი ზელანდიის ერთდოლარიან რევერსზე. მონეტის ერთ მხარეს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე იქნება გამოსახული, მეორე მხარეს კი – თინათინის გამეფება.
საერთაშორისო ტენდერი ახალი მონეტის დამზადებაზე  ლიეტუვას ზარაფხანამ გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა დიზაინერმა და ფოტოგრაფმა ივა ჯანეზაშვილმა.
„საზოგადოებაში ზოგჯერ დაბნეულობას იწვევს ეს ფაქტი, თუ რატომ არის ერთ მხარეს ელიზაბეტი.
რადგან მონეტა ნიუეს კუნძულის სახელით იჭრება, ეს კუნძული კი ელიზაბეტ მეორის მონარქიის მმართველობაშია, მონეტის ერთ მხარეს ყოველთვის არის დიდი ბრიტანეთის დედოფალი გამოსახული, ამ ფაქტს გვერდს ვერავინ აუვლის. ეს არის მოცემულობა,“ – ამბობს ივა ჯანეზაშვილი „ბათუმელებთან“.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge
 
1299 /
16 ოქტომბერი 2021
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები