ლოს ანჯელესში ტრანსგენდერთა უფლებების მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს პიროტექნიკა დაუშინეს (იხ. ვიდეო)
ლოს-ანჯელესში ტრანსგენდერთა უფლებების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სპა ცენტრთან დაპირისპირება ძალადობაში გადაიზარდა, რის შემდეგაც მხარეებმა ერთმანეთს პიროტექნიკა დაუშინეს, პოლიციამ კი რეზინის ტყვიები გამოიყენა და ათობით ადამიანი დააკავა.
მედიის ცნობით, ტრანსგენდერების მოწინააღმდეგეები აპროტესტებდნენ სპა ცენტრში მოქმედ ინკლუზიურ წესებს, რომლის თანახმადაც ტრანსგენდერ ქალებს ქალებისთვის განკუთვნილი სივრცეების გამოყენება შეუძლიათ.
ტრანსგენდერთა მოწინააღმდეგეებისგან ისმოდა შეძახილები „გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვები“ და „შეწყდეს პედოფილების დაცვა“.
„ის კაცია, ის არ არის ქალი. აქ გოგონები, ქალები არიან, რომლებიც შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს იმის გამო, რასაც ხედავენ და თქვენ არაფერს აკეთებთ, თქვენ მათ მხარეს ხართ“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
კომენტარები