SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

“დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში„ - თემურ ჭყონია რონალდუს საქციელმა აღაშფოთა

“დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში„ - თემურ ჭყონია რონალდუს საქციელმა აღაშფოთა

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი, თემურ ჭყონია პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს საქციელს აკრიტიკებს, რომლითაც მან საჯაროდ თქვა უარი “კოკა-კოლაზე” წყლის სასარგებლოდ.

“ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია “კოკა-კოლა”. მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას “კოკა-კოლას” და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია”,– განაცხადა თემურ ჭყონიამ,  “ბიზნეს ფორმულასთან” საუბარში.

მას შემდეგ, რაც რონალდუს საქციელის ამსახველმა 30-წამიანმა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა, ჩემპიონატის ორგანიზატორმა UEFA-მ განმარტა, რომ ფეხბურთელებს პრესკონფერენციაზე “კოკა-კოლასა” და “კოკა-კოლა ზეროს” გარდა, წყალსაც ახვედრებენ, რათა მოერგონ მათ გემოვნებას. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ქცევა გაიმეორა “მანჩესტერ იუნაიტედის” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, პოლ პოგბამაც, როცა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე არაალკოჰოლური “ჰეინეკენის” ბოთლი გადადო მაგიდიდან.

 

273 /

18 ივნისი 2021

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები