SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მრავალი გვერდითი ეფექტისა და ხშირი სიკვდილიანობის გამო იტალიამ ვაქცინაცია 60 წლამდე პირთათვის აკრძალა

მრავალი გვერდითი ეფექტისა და ხშირი სიკვდილიანობის გამო იტალიამ ვაქცინაცია 60 წლამდე პირთათვის აკრძალა

იტალიაში, ბოლო დროს,  ვაქცინა AstraZeneca – ს  ირგვლივ აგორებული საკითხი, სახელმწიფოს თავის მართლების რეჟიმში აყენებს. გასულ კვირას ვაქცინა  AstraZeneca – ს აცრის შემდეგ 18 და 34 წლის პირები გარდაიცვალა, რის შემდეგაც სახელმწიფომ, ხსენებული ვაქცინის გამოყენება, 60 წლამდე ასაკის პირთათვის აკრძალა. ასევე გაურკვეველია იმ პირთა მდგომარეობა ვინც  AstraZeneca – ს პირველი დოზა უკვე მიიღო. 

ახალგაზრდების ვაქცინაცია შეცდომაა, აცრა უნდა ჩაუტარდეს მოხუცებს და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს. - განაცხადა, ფარმაკოლოგიური კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, მარიო ნეგრიმ.

AstraZeneca – ს შესახებ „მცირე დაბნეულობა არ ყოფილა" ამის მიზეზი იყო ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მხრიდან ეფექტური კომუნიკაციის სისტემის არ ქონა. აღნიშნულზე  პასუხისმგებელი არის ჯანდაცვის სამინისტრო. მას აქვს გადაწყვეტილების მიღების და მისი გარკვევით ახსნის პრეროგატივა", - აცხადებს  ფარმაკოლოგიური კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტი მარიო ნეგრი.

„იტალიაში პანდემიის მართვის დროს დაშვებულ იქნა  ორი სერიოზული  შეცდომა: სამთავრობო სამეცნიერო კომუნიკაციის ნაკლებობა და ასაკის ზღვრის გაუქმება. უნდა მოხდეს მოქალაქეთა დამშვიდება და ყველა დეტალში გარკვევა. უნდა გადაიდოს ახალგაზრდების ვაქცინაციის პროცესი, მანამ, სანამ არ მოხდება 50 წელს ზემოთ ადამიანების აცრა. ამასობაში უნდა მოხდეს მეტი მონაცემების შეგროვება, იმაზე თუ რა შედეგს იწვევს ახალგაზრდებში ვაქცინაციის პროცესი.“ - აცხადებს, მილანის ფარმაკოლოგიური კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტი,  მარიო ნეგრი, „La Stampa“-სთან  მიცემულ ინტერვიუში.

იმუნიზაციის საკითხთან დაკავშირებით, არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება და ვარაუდი, რაც მოსახლეობაში შიშს იწვევს. ამაში სამთავრობო მხარეა დამნაშავე
„მე ასევე ვარ ჰეტეროლოგიური ვაქცინაციის მომხრე, რისთვისაც არსებობს გარკვეული სახის  კვლევების დადებითი მითითებები, აცხადებს  გარატინი, მისი აზრით იტალიაში ვაქცინაციის კამპანია ნებისმიერ შემთხვევაში დაგვიანებულია, და განმარტავს: "ჩვენ რისკის წინაშე ვდგავართ სექტემბრისთვის და მომავალი მეტი გამჭვირვალობა გვჭირდება. არ ვიცი, მაგრამ მთავრობაში რომ ვიყო, უარესისთვის მოვემზადებოდი."

ჰეტეროლოგიურ ვაქცინასთან დაკავშირებით, თავად გაზეთი „la Repubblica“ აკეთებს კომენტარს "ინგლისურმა და ესპანურმა კვლევებმა მიუთითეს, რომ AstraZeneca– ს შემდეგ შეიძლება გაკეთდეს  RNA ვაქცინა, რომელიც ანტისხეულების რეაქციის თვალსაზრისით კარგ შედეგს მიიღებს. უსაფრთხოების დონეზე პრობლემა არ არსებობს. მეორეს მხრივ, არ არსებობს  თეორიული მოსაზრება, რომ ორი განსხვავებული ვაქცინის გამოყენება შეუძლებელია.“

AstraZeneca– სთან დაკავშირებული ცვლილების გამო, უამრავი დაბნეულობა შეიქმნა და მოქალაქეების  ეჭვები გამართლებულია. ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მიერ არ არსებობს ეფექტური კომუნიკაციის სისტემა. საბოლოოდ პასუხისმგებელია ჯანდაცვის სამინისტრო, მიიღოს გადაწყვეტილებები და გასაგებად ახსნას სიტუაცია.” გარატინის თქმით, "მთავრობის დონეზე უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც  ყოველდღე წარმოადგენდა ჯანმრთელობის ორგანოს მოსაზრებას. მან უნდა ახსნას რა ხდება და რა სახის გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

ყოველივე იმის საფუძველზე რაც მოხდა დავიცავთ თუა არა იმუნიზაციის ტემპებს? დღეს 14 მილიონმა ადამიანმა დაასრულა ვაქცინაციის პროცესი. ეს ძალიან ცოტაა სხვა ქვეყნები ჩვენზე წინ არიან. და ბოლოს საყოველთაო იმუნიზაციისთვის 70 პროცენტი  არ კმარა. ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია. სექტემბრის ბოლოს  საფრთხე არსებობს და ამაზე  გვჭირდება მეტი გამჭვირვალობა. აცხადებს  ფარმაკოლოგიური კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტი მარიო ნეგრი.

წყარო: exclusivetv.ge

 

1500 /

16 ივნისი 2021

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები