ეკონომიკა
28 დეკემბერი 2021
სიახლეები:
კომპანია "ბორჯომი" ქარხნების მუშაობას აჩერებს - ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
როგორც ინფორმაციაში წერია, მუშაობის შეჩერების მიზეზი შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილებაა:
"როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო სრულ მზადყოფნაშია, ნებისმიერ დროს განაახლოს მის საკუთრებაში მყოფი ქარხნების მუშაობა. ბოლო დღეების განმავლობაში თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებდა მუშაობას და კვლავ აქვთ ამის სურვილი.
თუმცა სატვირთო ავტომანქანების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირება, რომელსაც ახორციელებს გაფიცულების ნაწილი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამშრომლებს, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებს და თავად გაფიცულებს. სწორედ ამიტომ, ქარხნების მუშაობა განახლდება მსგავსი ტიპის უკანონო ქმედებების შეწყვეტისთანავე"- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბორჯომის ქარხნის 400-მდე თანამშრომელი უკვე მეორე დღეა გაფიცვას აწყობს. ისინი ადმინისტრაციისგან ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას იუთხოვენ.
 
1679 /
21 მაისი 2021
სხვა სიახლეები:
ეკონომიკა
28 დეკემბერი 2021
ეკონომიკა
25 მაისი 2021
ეკონომიკა
21 მაისი 2021
ეკონომიკა
19 მაისი 2021
ეკონომიკა
25 სექტემბერი 2020
ეკონომიკა
21 თებერვალი 2020
კომენტარები