თბილისის დრო
სიახლეები
📅 19 მაისი 2021 👁 944 ნახვა

პაატა იმნაძე - “ზოგი ექიმი აცრილებს ეუბნება 3 დღე არ იბანაოთო”

პაატა იმნაძე - “ზოგი ექიმი აცრილებს ეუბნება 3 დღე არ იბანაოთო”

აცრის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა:

"ზოგი ექიმი აცრილებს ეუბნება, არ იბანაოთო. ზოგი იმასაც ეუბნება, 3 დღე არ იბანაოთო. ვიმეორებ: არავითარი საჭიროება არ არსებობს, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ. ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე პლასტირებსაც. აცრიდან იმავე წუთს ვერ ვიბანავებთ და ცოტა დროის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის" - ამბობს იმნაძე.

 

944 ნახვა

19 მაისი 2021

მსგავსი სიახლეები

კომენტარები