SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

გილოცავთ ბზობას ! რა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა დღევანდელი დღის შესახებ

გილოცავთ ბზობას ! რა უნდა იცოდეს ყველა ქრისტიანმა დღევანდელი დღის შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

სახარების მიხედვით, როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო.

საქართველოში ბზობის დღესასწაულზე ეკლესია-ტაძრების ეზოებში ბზისა და ძეწნის რტოების სიმრავლეა, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს, ადგილობრივ დადგენილი ტრადიციის მიხედვით სადღესასწაულოდ ის მცენარე იხმარება, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს იქ ხარობს.

ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტებს ტაძრებში აკურთებენ კურთხევის შემდეგ კი მოსახლეობას ის სახლებში მიაქვს.

ამ დღეს ეკლესიებში წმ. იოანე ოქროპირის წირვა ტარდება. მათთვის კი ვინც მარხულობს, ბზობა ხსნილია თევზით.

 

 

1692 /

25 აპრილი 2021

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები