SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

ერევანი ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში ხინ ტაგლარისა და ხცაბერდის დასახლებულ რაიონებზე მიიტანა იერიში.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეტაკების შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ოფიციალური ბაქოს მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანი სამხედროები იძულებულნი გახდნენ სომხების პროვოკაციული ქმედებებისთვის ეპასუხათ.

გადტუტის რაიონში მომხდარ ინციდენტს ადასტურებს რუსეთიც და მხარეებს სამშვიდობო შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს.

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე სომხეთი და აზერბაიჯანი, რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს შეთანხმდნენ.

 

1001 /

13 დეკემბერი 2020

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები