SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

საქართველომ კორონავირუსის დღიური მაჩვენებლით სომხეთსა და აზერბაიჯანს გადაუსწრო, დაბრუნდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში

Loading...
საქართველომ კორონავირუსის დღიური მაჩვენებლით სომხეთსა და აზერბაიჯანს გადაუსწრო, დაბრუნდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში

საქართველოში კორონავირუსის პირველი აფეთქებისას, 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - ქვეყანა საყოველთაო კარანტინის რეჟიმში გადავიდა, ეს მაშინ, როცა ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი ერთ ასეულს შეადგენდა, ამჯერად კი როცა ეს მაჩვენებელი ორ ასეულს ბევრად სცდება, ლოკალური შეზღუდვების გარდა, ქვეყანაში სხვა არანაირი საერთო შემზღუდავი ზომები არ მოქმედებს.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ოთხშაბათს საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვეა დაფიქსირდა, აქედან 165 აჭარაში დაფიქსირდა, ხოლო თბილისში 25. უკვე გარდაცვლილთა რაოდენობა 25-ს შეადგენს, 24-ე პაციენტს, რომელსაც მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდა,თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ხოლო 25-ე გარდაცვლილი პაციენტი კი აჭარის რეგიონს ეკუთვნის.

„აჭარაში გამოვლინდა 165 შემთხვევა, თბილისში - 34, რუსთავში - 4 იმერეთში - 14 , აქედან ორი თერჯოლაში და 12 ქუთაისში, გურიაში - 4, აქედან ერთი ლანჩხუთში, 3 ოზურგეთში, დუშეთში - 1, ზუგდიდში - ორი", - აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველომ დღიური მაჩვენებლით მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანსაც გადაასწრო, ოთხშაბათის დილის მონაცემებით, სომხეთში 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო აზერბაიჯანში 98.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევებით საქართველო ჯერ კიდევ ე.წ. მწვანე ზონაშია.

"ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ, როცა ვსაუბრობთ დღეში, საშუალოდ 188 შემთხვევაზე, ეს არის კიდევ "მწვანე ზონა". როცა შემთხვევები ორმაგდება, გადავდივართ „ყვითელ ზონაზე", ამის შემდეგ, უკვე ნარინჯისფერ ზონაზე და როცა შემთხვევების ოდენობა გადაცდება დღეში 700-ს, უკვე შემდეგ დგება "წითელი განგაშის ზონის" საკითხი. ყოველდღე როცა 700-ს აცდება, მარტივი მათემატიკაა, 10- დღიან პერიოდში გროვდება 7000 პაციენტი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობა.

„რა თქმა უნდა, რთული იქნება ყველა პაციენტი მოთავსდეს ჰოსპიტალში და ამიტომაა მართვა ასეთ დროს რთული, ვინ იქნება ჰოსპიტალში. ამიტომაც გავააქტიურეთ ჰოსპიტალის ნაცვლად სასტუმრო. ასევე ბინაზე მართვის მოდელიც. ანუ 700-ზე ზემოთ როცაა შემთხვევები დღეში, მეტი მობილიზაცია სჭირდება ქვეყანას, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მატება იქნება განგაშის საფუძველი", - განაცხადა გაბუნიამ.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მკაცრი ზომები მხოლოდ იმ შემ,თხვევაში უნდა გატარდეს, თუ მძიმე შემთხევევბის რიცხვი მოიმატებს, თუმცა მისივე პროგნოზით, თუ მძიმე შემთხვევების რიცხვი ქვეყანაში ძალიან მოიმატებს, იტალიის სცენარი განმეორდება.

„ზომები იმ შემთხვევაში უნდა გატარდეს, თუ მძიმე შემთხვევათა რიცხვი მოიმატებს, რა მნიშვნელობა აქვს კოლკაფსში ქვეყანას რა მოაქცევს - ჩაკეტვა თუ დაავადება.

"ჩვეულებრივი გრიპის დროს იკეტებოდა სკოლები და რაღაცა ღონისძიებები ტარდებოდა, მთავარია, რომ მძიმე ხასიათის შეზღუდვები მხოლოდ მძიმე ფორმების მომატების შემთხვებში უნდა გატარდეს.

"სამედიცინო სამყაროს ამ დაავადებულებთან ტექნიკური ბრძოლა გაუჭირდება, ამას ვაბობ, რომ თუ ბევრი ხელოვნური სუნთქვის აპარატი დაგვჭირდა, მაშინ ჩვენ კი არა, ვერცერთი ქვეყანა ვერ გაქაჩავს.

„ეკონომიკურადაც თუ არ მოვძლიერდით, სულ ჩაკეტვაზე საუბარი არ შეიძლება, რაღაცნაირად საზოგადოებამაც უნდა შეიგნოს ის, რომ თავი უნდა დაიცვან და არა ის, რომ სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს თვალებში უყურონ. ქუჩაში რომ გახვიდეთ ნახეთ პირბადე ვის როგორ უკეთია და ხელს ვინ იბანს.

„ახლა ხელებს ძალიან იშიათად იმუშავებენ, უწინ გამწარებული ისხავდნენ ხოლმე სადეზინფიქციო საშუალებებს და ახლა რიგში დგანან, ლაპარაკობენ, ერთმანეთს კოცნიან, ეს უნდა მოისპოს, თორემ ქალაქი რაც არუნდა ჩაკეტონ, სახლებშიც ხომ არ ჩაკეტავთ? ინფექციის გავრცელება მაინც მოხდება, ჩვენ ამ შემთხვევაში ეპიდპრევენცია უფრო დაგვეხმარება, ვიდრე მკურნალობის რაღაც მეთოდების ძებნა, იმიტომ რომ ამაზე სხვებიც მუშაობენ.

„ინფექცია რაც არ უნდა გავრცელდეს, თუ მძიმე ფორმები არ იქნება, კიდევ გავქაჩავთ, მაგრამ თუ მძიმე ფორმები წამოვიდა, იგივე მოხდება რაც იტალიაში მოხდა, თუკი საავადმყოფოებში ადგილი არ იქნება და დასაწვენი, მერე გინდა ჩაკეტე და გინდა არა, მთავარია, რომ ამ წუთასვე ეპიდპრევენცია დაიწყოს, როგორმე ვაქცინამდე უნდა მივაღწიოთ, მერე უკვე ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნება.

„აშკარად ხალხიც და მთავრობაც მოდუნდა - თითქოს ამას შევეჩვიეთ, ადამიანი თურმე ყველაფერს ეჩვევა, მაგრამ რეალურად ახლა ჩვენ მოდუნების საფუძველი არ გვაქვს, ახლა უფრო სერიოზულად უნდა დავდგეთ.

„ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა ვირუსი ხელოვნურად აქვს თუ ბუნებრივია, ვაქცინის შექმნა რთულია, თუ ჩვენ შევქმენით ისეთი რამ, რომელიც ვირუსს უჯრედთან ერთად მოსპობს, მაშინ ავტოიმუნურ დაავადებას მივიღებთ, რომელიც უფრო მეტ მსხვერპლს მოიტანს, ვიდრე თვითონ ვირუსი, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, ძალიან რთულია"- განაცხადა ხმალაძემ.

წყარო: resonancedaily.com

 

255 /

23 სექტემბერი 2020

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...